ბენ აფლეკს კონკურენტი გამოუჩნდა? – ჯენიფერ ლოპესს კიდევ ერთი ყოფილი კაცი მისტირის

© Facebook / Jennifer Lopezჯენიფერ ლოპესი
ჯენიფერ ლოპესი - Sputnik საქართველო, 1920, 28.05.2021
გამოწერა
51 წლის ჯენიფერ ლოპესზე, საქმროსთან სკანდალურად დაშორების შემდეგ, როგორც ჩანს, ყოფილ მამაკაცებში მოთხოვნა ძალიან გაიზარდა.

ჯენიფერ ლოპესისა და ბენ აფლეკის რომანმა საზოგადოებაში ვნებათაღელვა გამოიწვია. 51 წლის ჯეი ლო 48 წლის ბენი 17 წლის შემდეგ ისევ ერთად არიან. სულ ცოტა ხნის წინ კი რეპერმა შონ კომბსმა, სასცენო ფსევდონიმით პაფ დედი „ინსტაგრამზე“ ჯეი ლოსთან გადაღებული საარქივო ფოტო გაავრცელა წარწერით #tbt. აღნიშნულმა პოსტმა საზოგადოება შოკში ჩააგდო. „ბენიფერის“ გულშემატკივრები შეძრწუნებული არიან.

View this post on Instagram

A post shared by LOVE (@diddy)

„ბენ, ფრთხილად იყავი“, „კარგი წყვილია“, „ეს რას ნიშნავს?!“ – წერენ კომენტარებში. ჯენიფერ ლოპესმა პაფ დედი 1998–1999 წლებში, სადებიუტო სტუდიურ ალბომზე On the 6 მუშაობის დროს გაიცნო. მათი ურთიერთობა დიდხანს არ გაგრძელებულა, რადგან 2001 წელს მომღერალი ცოლად კრის ჯადს გაჰყვა.

ახალი ამბები, რომ ლოპესი ჰოლივუდის მსახიობს შეურიგდა, ინტერნეტში გავრცელდა მას შემდეგ, რაც ვარსკვლავი საქმროს – ალექს როდრიგესს დაშორდა. ცნობილი გახდა, რომ აფლეკმა დრო არ დაკარგა და დაუყოვნებლივ დაიწყო ყოფილ შეყვარებულთან ურთიერთობა, ის მას SMS-ებით ავსებდა კომპლიმენტებით და შეხვედრის შეთავაზებით და ამან, როგორც ჩანს, გაჭრა.

სულ ცოტა ხნის წინ ინფორმაცია გავრცელდა, რომ 51 წლის ჯენიფერ ლოპესი და 48 წლის ბენ აფლეკი კვლავ ერთად არიან და ინტერნეტ-სივრცეში პაპარაცული ფოტოებიც გამოჩნდა. ბენი, რომელიც რამდენიმე თვის წინ შეყვარებულს ანა დე არმასს დაშორდა, ჯეი ლოს სახლიდან გამოსული არაერთხელ დააფიქსირეს. შემდეგ კი წყვილი ერთად მანქანაში გადაიღეს. ფოტოებს „დეილი მეილი“ ავრცელებს.

მიუხედავად იმისა, რომ ინსაიდერები აღნიშნულ შეხვედრებს „მეგობრულად“ აღიქვამენ, ინტერნეტ-სივრცეში საზოგადოების ნაწილს მაინც ჰგონია, რომ მათ რომანი აქვთ. რაც შეეხება საზოგადოებისთვის საყვარელ წყვილს, „ბენიფერს“, მათი რომანი 2003 წელს გამოსული ფილმი „ჯილის“ გადასაღებ მოედანზე დაიწყო. შემდეგ ისინი დაინიშნენ. ბენმა ჯეი ლოს უზარმაზარი, ვარდისფერთვლიანი ბეჭედი აჩუქა. ქორწილი კი 2003 წლის ბოლოს იგეგმებოდა, თუმცა ის ჩაიშალა.

ტაბლოიდების ცნობით, პოპ-ვარსკვლავი აფლეკმა მიატოვა. როგორც მასმედია წერდა, დაშორების შემდეგ ლოპესი დიდხანს ებრძოდა დეპრესიას და ამტკიცებდა, რომ ბენი მისი ცხოვრების სამუდამო სიყვარული იყო.

ყველა ახალი ამბავი
0