მეტეოროლოგები უახლოეს ხუთ წელიწადში რეკორდულად ცხელ წელს ელოდებიან

© Pixabay / klimkinგვალვა
გვალვა - Sputnik საქართველო, 1920, 27.05.2021
გამოწერა
მანამდე გაეროში განაცხადეს, რომ 2020 წელს დედამიწის ტემპერატურამ სამი მილიონი წლის რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია

თბილისი, 27 მაისი − Sputnik. უახლოესი ხუთი წლის განმავლობაში ერთი წელი მაინც იქნება რეკორდულად ცხელი, აცხადებს მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაცია (WMO), რომელიც დიდი ბრიტანეთის მეტეოროლოგიური სამსახურის კვლევებს ეყრდნობა.

„არსებობს 90%-იანი ალბათობა იმისა, რომ 2021-2025 წლებს შორის, სულ ცოტა, ერთი წელი მაინც იყოს ყველაზე ცხელი დაკვირვებების მთელი ისტორიის განმავლობაში“, − ნათქვამია კვლევაში.

ამგვარად, მომავალი ყველაზე ცხელი წლის ტემპერატურა მანამდე ყველაზე ცხელად მიჩნეული 2016 წლის მაჩვენებლებს გადააჭარბებს და საშუალო წლიური ტემპერატურა 1,5 ცელსიუსით იმაზე მაღალი იქნება, ვიდრე ინდუსტრიამდელ ეპოქაში იყო.

დედამიწა - Sputnik საქართველო, 1920, 07.05.2021
სამი მილიონი წლის მაჩვენებლით: დედამიწის ტემპერატურამ ახალ მაქსიმუმს მიაღწია

როგორც WMO-ს გენერალური მდივანი პეტერი ტაალასი განმარტავს, ტემპერატურის მატება ნიშნავს ყინულების უფრო აქტიურად დნობას, ზღვის დონის აწევას, ექსტრემალურ ამინდებს (პაპანაქება სიცხე) და ასევე სურსათის, ჯანმრთელობისა და გარემოს უსაფრთხოებაზე ბევრად ძლიერ ზემოქმედებას.

მანამდე გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიუ გუტერიშმა საერთაშორისო კონფერენციაზე, რომელიც კლიმატის თემას ეძღვნებოდა, განაცხადა, რომ დედამიწის ტემპერატურამ 2020 წელს რეკორდულად მაღალ დონეს მიაღწია სამი მილიონი წლის განმავლობაში.

ყველა ახალი ამბავი
0