07:34 01 აგვისტო 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.7174
  • 100 RUB4.2829
  • USD3.1244
მსოფლიოში
მოკლე ბმულის მიღება
საერთაშორისო პანორამა (592)
46 0 0

კომპანია Amazon-ის კაპიტალიზაცია, რომელიც ჯეფ ბეზოსმა თავდაპირველად წიგნის ონლაინ-მაღაზიის სახით დააფუძნა, დღეისათვის ერთ ტრილიონ დოლარს ჭარბობს.

თბილისი, 27 მაისი − Sputnik. კომპანია Amazon-ის დამაარსებელმა ჯეფ ბეზოსმა აქციონერების წლიურ შეკრებაზე განაცხადა, რომ მიმდინარე წლის 5 ივლისს გენერალური დირექტორის თანამდებობას დატოვებს, იუწყება ტელეარხი CNBC.

„ჩვენ ეს თარიღი იმიტომ შევარჩიეთ, რომ იგი ძვირფასია ჩემთვის. 1994 წელს, ზუსტად 27 წლის წინ, სწორედ ამ დღეს დაფუძნდა Amazon-ი“, − აღნიშნა ბეზოსმა.

იმის შესახებ, რომ ჯეფ ბეზოსი კომპანიის გენერალური დირექტორის პოსტის დატოვებას აპირებდა, თებერვლის დასაწყისში გახდა ცნობილი. 2021 წლის მესამე კვარტალში იგი კომპანიის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის პოსტს დაიკავებს, ხოლო კომპანიის გენერალური დირექტორი ქვედანაყოფ Web Services-ის ხელმძღვანელი ენდი ჯესი გახდება.

როგორც ჯეფ ბეზოსი ამბობს, ის აპირებს მეტი ყურადღება დაუთმოს თავის სხვა პროექტებს − Bezos Earth Fund-ს − კლიმატური ცვლილებების წინააღმდეგ ბრძოლისთვის,  კოსმოსურ კომპანია Blue Origin-ს, ასევე საგამომცემლო სახლ The Washington Post-სა და Amazon Day 1 Fund-ს.

აღსანიშნავია, რომ ბეზოსმა Amazon-ი 1994 წელს წიგნის ონლაინ-მაღაზიის სახით ჩამოაყალიბა, შემდეგ კი მსოფლიოს უდიდეს ონლაინ-რიტეილერად აქცია. 2020 წლის დასაწყისისთვის Amazon-ის საბაზრო კაპიტალიზაცია 1 ტრილიონ დოლარს აჭარბებდა.

 

თემები:
საერთაშორისო პანორამა (592)

მთავარი თემები