აშშ-ში COVID-19-ის სამკურნალო პრეპარატი მოიწონეს: მითითებულია გვერდითი ეფექტებიც

© AFP 2024 / JUSTIN TALLISმეცნიერი ლაბორატორიაში
მეცნიერი ლაბორატორიაში - Sputnik საქართველო, 1920, 27.05.2021
გამოწერა
ახალი პრეპარატი, რომელსაც იმუნური სისტემის უნარების იმიტირება შეუძლია, ყველა პაციენტის შემთხვევაში არ გამოდგება.

თბილისი, 27 მაისი − Sputnik. აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების სანიტარული ზედამხედველობისა და ხარისხის სააგენტომ (FDA) COVID-19-ის სამკურნალო ექსპერიმენტული წამლის საგანგებო გამოყენებაზე ნებართვა გასცა, ნათქვამია უწყების საიტზე.

მწარე წითელი წიწაკა ჩილი - Sputnik საქართველო, 1920, 26.05.2021
მწარისადმი ზედმეტად მგრძნობიარეები ნაკლებად ავადდებიან COVID-19-ით: უახლესი კვლევა

პრეპარატი Sotrovimab (VIR-7831), რომელიც მონოკლონურ ანტისხეულებზეა დამზადებული, COVID-19-ის მსუბუქი და საშუალო სიმძიმის ფორმების სამკურნალოდ გამოიყენება 12 წელზე უფროსი ასაკის ადამიანებში, რომელთა სხეულის მასა 40 კგ-ზე ნაკლები არ არის.

მონოკლონური ანტისხეულები − ეს არის ცილები, რომლებიც ლაბორატორიულადაა მიღებული, მათ შეუძლიათ იმუნური სისტემის უნარის (მავნე ანტიგენებთან, მაგალითად, ვირუსებთან ბრძოლის) იმიტირება. თუმცა, როგორც ირკვევა, მათი მიცემა არ შეიძლება იმ პაციენტებისთვის, რომლებსაც ჟანგბადის თერაპია ან მექანიკური ვენტილაცია ესაჭიროებათ, ანუ აქვთ COVID-19-ის მძიმე ფორმა.

პრეპარატ Sotrovimab-ის გვერდითი ეფექტი შეიძლება იყოს ანაფილაქსია, აგრეთვე გამონაყარი და დიარეა.

წამალი ბრიტანულმა ფარმაცევტულმა კომპანიამ GSK და მისმა ამერიკულმა პარტნიორმა Vir Biotechnology-მ შექმნეს. FDA-ს მონაცემებით, შეერთებულ შტატებში უკვე დარეგისტრირებულია ორი ანალოგიური მოქმედების პრეპარატი, რომლებიც კომპანია Regeneron Pharmaceuticals-მა და Eli Lilly-მ შექმნეს.

ყველა ახალი ამბავი
0