დედამიწას ხეოფსის პირამიდაზე დიდი ასტეროიდი უახლოვდება

© photo: Pixabay / Buddy_Nathასტეროიდი
ასტეროიდი - Sputnik საქართველო, 1920, 14.05.2021
გამოწერა
დიდი ზომის ასტეროიდი 2015 KJ19 დედამიწას მინიმალურ დისტანციაზე თბილისის დროით 14:04 საათზე მოუახლოვდება.

თბილისი, 14 მაისი – Sputnik. დიდი ასტეროიდი სახელწოდებით 2015 KJ19, რომელიც ზომებით ხეოფსის პირამიდას აღემატება, პარასკევს, 14 მაისს დედამიწას მოუახლოვდება, იუწყება მსოფლიო მასმედია NASA-ზე დაყრდნობით.

სააგენტოების ინფორმაციით, ასტეროიდის დიამეტრი 88-დან 200 მეტრამდეა (ხეოფსის პირამიდის სიმაღლე 147 მეტრია).

ასტეროიდი დედამიწას მინიმალურ დისტანციაზე თბილისის დროით 14:04 საათზე მოუახლოვდება.

ასტეროიდის ფრენის ტრაექტორიის უახლოესი წერტილი 15-ჯერ უფრო დიდი დაშორებისაა, ვიდრე მანძილი დედამიწიდან მთვარემდე. აქედან გამომდინარე, ასტეროიდი საფრთხეს არ წარმოადგენს.

 

ყველა ახალი ამბავი
0