ისრაელი დამატებით ცხრა ათას რეზერვისტს გაიწვევს ჯარში

© AFP 2024 / Gil Cohen-Magenდაზიანებული სახლები ისრაელში
დაზიანებული სახლები ისრაელში - Sputnik საქართველო, 1920, 14.05.2021
გამოწერა
ისრაელის თავდაცვის არმიამ უკვე გამოიძახა 5 ათასი რეზერვისტი, ხოლო სამართალდამცველებმა სასაზღვრო პოლიციის რეზერვისტთა 8 ასეულის მობილიზაცია მოახდინეს.

თბილისი, 13 მაისი – Sputnik. ისრაელის თავდაცვის მინისტრმა ბენი ჰანცმა უსაფრთხოების სფეროში სიტუაციის შეფასების შემდეგ დამატებით ცხრა ათასი რეზერვისტის მობილიზაცია გამოაცხადა, იუწყება თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური.

მანამდე ისრაელის თავდაცვის არმიამ უკვე გამოიძახა 5 ათასი რეზერვისტი, ხოლო სამართალდამცველებმა სასაზღვრო პოლიციის რეზერვისტთა 8 ასეულის მობილიზაცია მოახდინეს.

პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 13.05.2021
ღარიბაშვილი: საქართველო გმობს ისრაელის მშვიდობიან მოსახლეობაზე სარაკეტო თავდასხმებს

„ისრაელის თავდაცვის მინისტრმა ბენი ჰანცმა სიტუაციის უსაფრთხოების კუთხით შეფასების შემდეგ ოპერატიულ საჭიროებათა შესაბამისად დააკისრა ისრაელის თავდაცვის არმიას (ცახალს) სასწრაფო წესით გამოიძახოს კიდევ 9 ათასი რეზერვისტი“, - ნათქვამია სამხედრო უწყების პრესსამსახურის განცხადებაში.

ორშაბათს, საღამოს პალესტინის ანკლავის საზღვრებზე იერუსალიმში შეტაკების შემდეგ ყველაზე დიდი ესკალაცია დაიწყო. 10 მაისს ღაზის სექტორიდან იერუსალიმის მიმართულებით სარაკეტო თავდასხმა განხორციელდა, საპასუხოდ ისრაელმა ღაზის სექტორში „ჰამასის“ ობიექტებზე იერიშები დაიწყო. ორივე მხარეს არის მსხვერპლი, მათ შორის დაღუპული არიან ბავშვები. ისრაელში საგანგებო ვითარებაა გამოცხადებული.

ისრაელმა ღაზის სექტორზე იერიში მიიტანა და გაანადგურა პალესტინური დაჯგუფება „ჰამასისა“ და „ისლამური ჯიჰადის“ სამიზნეები, ასევე რამდენიმე ბოევიკი, მათ შორის, მაღალი რანგის საველე მეთაურები.

ისრაელი - Sputnik საქართველო, 1920, 13.05.2021
ისრაელიდან ევაკუაციის საჭიროება არ არის – საქართველოს ელჩი

თითქმის უწყვეტი სარაკეტო თავდასხმების შედეგად ისრაელის დასახლებულ პუნქტებში დაიღუპა ექვსი ადამიანი, 200-ზე მეტი კი დაიჭრა. პალესტინის ჯანდაცვის უწყების ინფორმაციით, ისრაელის შეტევის შედეგად ღაზის სექტორში დაიღუპა 87 ადამიანი.

გუშინ ბენი ჰანცმა აღნიშნა, რომ თელ-ავივი გააგრძელებს დარტყმებს პალესტინელთა დაჯგუფებების მისამართით სრული სიჩუმის დადგომამდე. გარდა ამისა, თავდაცვის არმიის პრესმდივანმა იონათან კონრიკუმ ღაზის სექტორში სახმელეთო ოპერაციის მომზადების შესახებ განაცხადა. როგორც ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, პალესტინურ დაჯგუფება „ჰამასსა“ და „ისლამურ ჯიჰადს“ თავიანთი ქმედებებისთვის მაღალი საზღაურის გადახდა მოუწევთ.

ყველა ახალი ამბავი
0