ისრაელში თავდასხმის შედეგად ქართველი ებრაელი დაშავდა

© REUTERS / Ronen Zvulunჯარისკაცი ისრაელში
ჯარისკაცი ისრაელში - Sputnik საქართველო, 1920, 14.05.2021
გამოწერა
მამაკაცს თავს დაესხნენ ქალაქ აკოში ეგედის მოედანთან, სადაც ქვებითა და ჯოხებით სცემეს. მისი მდგომარეობა კრიტიკულია.

თბილისი, 13 მაისი – Sputnik. ისრაელში, ქალაქ აკოში არაბების თავდასხმის შედეგად დაშავებული მამაკაცი წარმოშობით საქართველოდანაა, განაცხადა ისრაელში საქართველოს ელჩმა ლაშა ჟვანიამ.

მამაკაცს თავს დაესხნენ ქალაქ აკოში ეგედის მოედანთან. პოლიციის განცხადებით, პალესტინელები თავს დაესხნენ ებრაელ მამაკაცს და ქვებითა და ჯოხებით სცემეს. დაშავებული საავადმყოფოშია, მისი მდგომარეობა კრიტიკულია.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე - Sputnik საქართველო, 1920, 13.05.2021
ილია მეორემ მორწმუნეებს მოუწოდა, ისრაელში მშვიდობისთვის ილოცონ

„აკოში დაშავებულია ძალიან მძიმედ ქართველი ებრაელი, ჩვენი თანამემამულე. ის საავადმყოფოშია, ინტენსიურ თერაპიაზე გადაყვანილი“, - განაცხადა ჟვანიამ Palitra TV-ს ეთერში.

ამასთან ჟვანიამ აღნიშნა, რომ დაშავებული არ არის საქართველოს მოქალაქე.

„ის ჩვენი ყოფილი თანამემამულე, ისრაელის მოქალაქე, ქართველი ებრაელია“, - განაცხადა ჟვანიამ.

ორშაბათს, საღამოს პალესტინის ანკლავის საზღვრებზე იერუსალიმში შეტაკების შემდეგ ყველაზე დიდი ესკალაცია დაიწყო. 10 მაისს ღაზის სექტორიდან იერუსალიმის მიმართულებით სარაკეტო თავდასხმა განხორციელდა, საპასუხოდ ისრაელმა ღაზის სექტორში „ჰამასის“ ობიექტებზე იერიშები დაიწყო. ორივე მხარეს არის მსხვერპლი, მათ შორის დაღუპული არიან ბავშვები. ისრაელში საგანგებო ვითარებაა გამოცხადებული.

ისრაელმა ღაზის სექტორზე იერიში მიიტანა და გაანადგურა პალესტინური დაჯგუფება „ჰამასისა“ და „ისლამური ჯიჰადის“ სამიზნეები, ასევე რამდენიმე ბოევიკი, მათ შორის, მაღალი რანგის საველე მეთაურები.

თითქმის უწყვეტი სარაკეტო თავდასხმების შედეგად ისრაელის დასახლებულ პუნქტებში დაიღუპა ექვსი ადამიანი, 200-ზე მეტი კი დაიჭრა. პალესტინის ჯანდაცვის უწყების ინფორმაციით, ისრაელის შეტევის შედეგად ღაზის სექტორში დაიღუპა 87 ადამიანი.

ყველა ახალი ამბავი
0