14:34 13 ივნისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8523
  • 100 RUB4.4253
  • USD3.1701
მსოფლიოში
მოკლე ბმულის მიღება
161 0 0

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია რვა დაღუპულის შესახებ. საავადმყოფოებში რჩება 20 ადამიანი. მათ აღენიშნებათ ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობები, მოტეხილებები, დაჟეჟილობები.

თბილისი, 11 მაისი — Sputnik. ყაზანში სროლის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა ცხრამდე გაიზარდა, განაცხადა თათრეთის პრეზიდენტმა რუსტამ მინიხანოვმა. ამის შესახებ წერს სააგენტო РИА Новости.

დღეს 19 წლის სტუდენტმა ადგილობრივი დროით 09:30 საათზე ყაზანის №175 გიმნაზიაში ცეცხლი გახსნა. თავდამსხმელი დაკავებულია. დადგინდა, რომ მას ოფიციალურად რეგისტრირებული იარაღი ჰქონდა. აღძრულია სისხლის სამართლის საქმე მასობრივი მკვლელობის მუხლით. თათრეთში 12 მაისი გლოვის დღედ გამოცხადდა.

„შვიდი ბავშვი დავკარგეთ, ესენი არიან მერვეკლასელები – ოთხი ბიჭი და სამი გოგონა. გარდა ამისა, დავკარგეთ ერთი მასწავლებელი და კიდევ ერთი თანამშრომელი ქალი“, – აღნიშნა მინიხანოვმა.

მინიხანოვის თქმით, 18 მოსწავლე გადაყვანილია ბავშვთა საავადმყოფოში. მათ შორის არიან ბავშვები ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობებით, ასევე მოტეხილობებით და დაჟეჟილობებით. ექიმები თითოეულის სიცოცხლისთვის იბრძვიან.

საავადმყოფოში ასევე გადაყვანილია ორი სრულწლოვანი ადამიანი აგრეთვე ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობებით, აღნიშნა რესპუბლიკის პრეზიდენტმა.

თათრეთის პრეზიდენტის პრეს-სამსახურის ხელმძღვანელმა ადრე განაცხადა, რომ დაშავებულები 200-დან 400 ათას რუბლამდე კომპენსაციას მიიღებენ. დაღუპულთა ოჯახები - ერთ მილიონ რუბლს.

თავდამსხმელს ნაცნობები ახასიათებენ როგორც ჩუმ და უკონტაქტო ადამიანს. ცნობილია, რომ ის მეცადინეობებს სექტემბრიდან აცდენდა, ხოლო აპრილის შუა რიცხვებიდან აღარავის ეკონტაქტებოდა.

ინციდენტის შემდეგ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა „როსგვარდიის“ ხელმძღვანელს დაავალა, გაამკაცროს იარაღის სამოქალაქო ბრუნვასთან დაკავშირებული დებულებები.

მთავარი თემები