19:25 15 ივნისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8829
  • 100 RUB4.4320
  • USD3.2040
მსოფლიოში
მოკლე ბმულის მიღება
საერთაშორისო პანორამა (461)
75 0 0

ისრაელის შეიხ ჯარაჰის კვარტალში უკვე ერთ კვირაზე მეტია, რაც საპროტესტო აქციები მიმდინარეობს, საიდანაც რამდენიმე არაბული ოჯახის გასახლებაა გადაწყვეტილი

თბილისი, 8 მაისი – Sputnik. იერუსალიმში 7 მაისის ღამით პალესტინელებსა და ისრაელის პოლიციას შორის სასტიკი შეჯახება მოხდა. 

​დაპირისპირებამ აღმოსავლეთ იერუსალიმის ერთდროულად ორ რაიონში იფეთქა, რა დროსაც 205 ადამიანი დაშავდა.

გავრცელებული ინფორმაციით, პოლიციამ რეზინის ტყვიები,  ხმოვან-მანათობელი ყუმბარები და ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. 

შეტაკებების ერთ-ერთ რაიონში, შეიხ ჯარას კვარტალში, უკვე ერთ კვირაზე მეტია, რაც საპროტესტო აქციები მიმდინარეობს ისრაელის სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, რაც  რამდენიმე არაბული ოჯახის გასახლებას ითვალისწინებს.

​ამ აქციების ფონზე პალესტინის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მაჰმუდ აბასმა გაეროში პალესტინის წარმომადგენელს დაავალა, გამოითხოვოს უსაფრთხოების საბჭოს სხდომა აღმოსავლეთ იერუსალიმში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით.

საქმე ისაა, რომ 1956 წელს იორდანიის მთავრობამ და UNRWA−მ ერთობლივად გადაწყვიტეს, დაესახლებინათ 28 პალესტინური ოჯახი შეიხ ჯარას კვარტალში, მაგრამ მათთვის საცხოვრებელზე საკუთრების უფლება არ გადაუცათ. შესაბამისად, აღნიშნული თემა დღემდე რჩება დავისა და დაპირისპირებების საგნად.

მანამდე, 23 აპრილს, ერთმანეთს ებრაელი და პალესტინელი ახალგაზრდები დაუპირისპირდნენ, რა დროსაც 30-ზე მეტი პალესტინელი დაშავდა.

თემები:
საერთაშორისო პანორამა (461)

მთავარი თემები