დასახელდა ქვეყანა, რომელიც სათბური გაზებით პლანეტას ყველაზე მეტად აბინძურებს

© photo: Sputnik / Alexey Mal'gavko / გადასვლა მედიაბანკშიგამონაფრქვევი საწარმოებიდან
გამონაფრქვევი საწარმოებიდან  - Sputnik საქართველო, 1920, 08.05.2021
გამოწერა
ქვეყნის საწარმოები წელიწადში იმაზე მეტ სათბურ გაზებს აფრქვევს ატმოსფეროში, ვიდრე 37 განვითარებული ქვეყანა ერთად აღებული

თბილისი, 8 მაისი – Sputnik. ჩინეთის საწარმოები წლის განმავლობაში იმაზე მეტ სათბურ გაზებს აფრქვევენ ატმოსფეროში, ვიდრე მსოფლიოს ყველა განვთარებული ქვეყანა ერთად აღებული, წერს BNN Bloomberg−ი.

არსებული ცნობით, 2019 წელს ექვსი სათბური გაზის, მათ შორის: ნახშირორჟანგის, მეთანისა და აზოტის ოქსიდის მოცულობამ ქვეყანაში 14,09 მლრდ ტონა შეადგინა. ეს დაახლოებით 30 მლნ ტონით მეტია ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების კავშირში შემავალი 37 ქვეყნის საწარმოების მიერ გამოფრქვეული სათბური გაზების მოცულობაზე.

ილონ მასკი - Sputnik საქართველო, 1920, 23.04.2021
პრიზი 100 მლნ დოლარი: ილონ მასკი გამომგონებლებს უპრეცედენტო ჯილდოს სთავაზობს

გამოცემის ინფორმაციით, ჩინეთის წილად მსოფლიო გამოფრქვევების 27% მოდის, აშშ−ის წილად კი 11%. ამასთან ინდოეთმა პირველად გაუსწრო ევროკავშირს ამ მხრივ და მისი გამოფრქვევების საერთო მსოფლიო მაჩვენებელმა 6,6%-ს მიაღწია.

მეცნიერების თქმით, აშშ−სა და ჩინეთს შორის შეთანხმების გარეშე კლიმატის სახიფათო ცვლილების აღკვეთა ძალიან რთული იქნება.

ამასთან აღინიშნება, რომ ჩინეთის ხელისუფლება აპირებს, გამოფრქვევების პიკს 2030 წლისთვის მიაღწიოს, 2060 წლისთვის კი მაჩვენებელი ნულამდე დაიყვანოს. ეს სწრაფვა ქვეყნის ლიდერმა სი ცზინპინმა  კლიმატის სამიტზეც დაადასტურა, რომელიც აშშ−ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ინიციატივით გაიმართა გასულ თვეში.

პრობლემა ისაა, რომ ჩინეთი ძალიანაა დამოკიდებული ნახშირის ენერგიაზე. ამ დროისათვის ქვეყანაში 1058 ნახშირის ელექტროსადგური მუშაობს, რაც მსოფლიო სიმძლავრეების ნახევარზე მეტს შეადგენს.

ყველა ახალი ამბავი
0