ტოკიოს ოლიმპიადის საწინააღმდეგო პეტიციას 200 ათასზე მეტმა კაცმა მოაწერა ხელი

© photo: Sputnik / Alexander Wilf / გადასვლა მედიაბანკშიოლიმპიადის სიმბოლო
ოლიმპიადის სიმბოლო - Sputnik საქართველო, 1920, 07.05.2021
გამოწერა
პეტიციის ავტორის აზრით, ოლიმპიური კომიტეტები, ქვეყნის ხელისუფლება და ტოკიოს ადმინისტრაცია „ძალით ცდილობენ ოლიმპიადის ჩატარებას“.

თბილისი, 7 მაისი – Sputnik. ტოკიოში ოლიმპიური თამაშების გამართვის საწინააღმდეგო პეტიციას ორ დღეში 223 ათასზე მეტმა ადამიანმა მოაწერა ხელი, ირკვევა საიტ Change.org-ის მონაცემებიდან.

ვლადიმერ ხინჩეგაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 29.04.2021
ვლადიმერ ხინჩეგაშვილი ოლიმპიადას გამოტოვებს – სპორტსმენი კოვიდ-ინფიცირებულია

გავრცელებული ინფორმაციით, პეტიცია საიტზე იაპონიის ადვოკატთა ასოციაციის ყოფილმა თავმჯდომარემ კენძი უცუნომიამ განათავსა და ტოკიოს ზაფხულის ოლიმპიადისა და პარალიმპიადის გაუქმება მოითხოვა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტისა და პარალიმპიური კომიტეტის ხელმძღვანელებისგან — თომას ბახისა და ენდრიუ პარსონსისგან.

უცუნომია ამის მიზეზად კორონავირუსის ინფექციის გავრცელების საშიშროებას ასახელებს, მას მიაჩნია, რომ თამაშების უსაფრთხოდ ჩატარება უკიდურესად რთულია.

მისი აზრით, ოლიმპიური კომიტეტები, ქვეყნის ხელისუფლება და ტოკიოს ადმინისტრაცია „ძალით ცდილობენ ოლიმპიადის ჩატარებას“.

„და ეს მაშინ, როდესაც არც ტოკიოში, არც რეგიონებში და არც მსოფლიოს სხვა ქვეყნებში კორონავირუსის პანდემია ჯერ კიდევ არ არის შეჩერებული. გასული წლის ბოლოს დაწყებული ვაქცინაცია კი ჯერ არ გამხდარა გადამწყვეტი ფაქტორი, რომელიც დაავადების გავრცელებას შეაჩერებდა“, — ნათქვამია პეტიციაში.  

გავრცელებული ცნობით, ამ დროისათვის ტოკიოში, ოსაკასა და კიდევ სამ პრეფექტურაში საგანგებო ვითარებაა გამოცხადებული კორონავირუსით ინფიცირებულთა მატების გამო. მოსალოდნელია, რომ საგანგებო რეჟიმი 31 მაისამდე გაგრძელდება.

ტოკიოს ზაფხულის ოლიმპიადა 2020 წლის ივლისი–აგვისტოში უნდა ჩატარებულიყო, მაგრამ თამაშები COVID-19-ის პანდემიის გამო გადაიდო. მიუხედავად იმისა, რომ ოლიმპიადა 2021 წელს იმართება (23 ივლისიდან 8 აგვისტომდე), გადაწყდა, რომ მას შეუნარჩუნდება დასახელება „ოლიმპიადა 2020“. 

ყველა ახალი ამბავი
0