19:42 15 ივნისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8829
  • 100 RUB4.4320
  • USD3.2040
მსოფლიოში
მოკლე ბმულის მიღება
საერთაშორისო პანორამა (461)
74 0 0

გუტერიშის აზრით, ის ვალდებულებები, რომლებიც დღეს აკისრიათ ქვეყნებს სათბური გაზების გამოფრქვევის შემცირებასთან დაკავშირებით, საკმარისი არ არის იმისთვის, რომ პლანეტამ კლიმატური კატასტროფა თავიდან აიცილოს.

თბილისი, 7 მაისი — Sputnik. დედამიწის ტემპერატურამ 2020 წელს რეკორდულად მაღალ დონეს მიაღწია სამი მილიონი წლის განმავლობაში, განაცხადა გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიუ გუტერიშმა საერთაშორისო კონფერენციაზე, რომელიც კლიმატის თემას ეძღვნებოდა.

„გასული წელი ექსტრემალური და კლიმატური კატაკლიზმების კიდევ ერთი უპრეცედენტო პერიოდი იყო. ნახშირორჟანგის კონცენტრაციამ, ინდუსტრიალურამდელ დონესთან შედარებით, 148%-ით მოიმატა და კვლავ მიაღწია ახალ მაქსიმუმს“, — განაცხადა მან.

გუტერიშის თქმით, „ეს ყველაზე მაღალი მაჩვენებელია სამი მილიონი წლის განმავლობაში, როდესაც დედამიწის ტემპერატურა სამი გრადუსით, ხოლო ზღვის დონე — დაახლოებით 15 მეტრით მაღალი იყო“.

გაეროს გენმდივნის განმარტებით, საუკუნის ბოლოსთვის ტემპერატურა 2,4 გრადუსით მოიმატებს, რაც იმას ნიშნავს, რომ კაცობრიობა „ნამდვილად დადგება კატასტროფის წინაშე“.

გუტერიშის აზრით, ის ვალდებულებები, რომლებიც დღეს აკისრიათ ქვეყნებს სათბური გაზების გამოფრქვევის შემცირებასთან დაკავშირებით, საკმარისი არ არის იმისთვის, რომ პლანეტამ კლიმატური კატასტროფა თავიდან აიცილოს.

„მაგრამ თუ ერთად ვიმუშავებთ, შევძლებთ ავირიდოთ კლიმატური დარღვევებით გამოწვეული უარესი შედეგები და გამოვიყენოთ პანდემიისშემდგომი აღდგენა იმისთვის, რომ უფრო სუფთა და მწვანე გზას დავადგეთ“, — დაამატა გუტერიშმა.

მანამდე გაეროში განაცხადეს, რომ ნახშირორჟანგის გამოფრქვევის ნულამდე დასაყვანად გლობალური კოალიციაა საჭირო.

თემები:
საერთაშორისო პანორამა (461)

მთავარი თემები