თბილისი, 5 მაისი – Sputnik. მსოფლიოს ყველაზე ახალგაზრდა კრიპტომილიარდერის ვინაობა ცნობილია — ეს წარმოშობით რუსი, 27 წლის ვიტალი ბუტერინია, იუწყება Forbes-ი.
Ethereum’s 27-Year-Old Co-Creator Is Now The World’s Youngest Crypto Billionaire https://t.co/Kewm6el4nn pic.twitter.com/5lMJRzzgFp
— Forbes (@Forbes) May 3, 2021
გამოცემამ გამოითვალა, რომ ბლოკჩეინ-პლატფორმისა და ციფრული ვალუტა Ethereum-ის შემქმნელის ქონებამ 1,09 მლრდ დოლარს მიაღწია მას შემდეგ, რაც ტოკენის ფასმა პირველად გადააჭარბა 3000 დოლარს.
ბუტერინის კრიპტოვალუტური საფულე 333 520 ტოკენს მოიცავს. გასული წლიდან ბუტერინის ქონება 25-ჯერ გაიზარდა.
Ethereum-ი მეორე უდიდესი კრიპტოვალუტაა მსოფლიოში, რომლის საბაზრო კაპიტალიზაცია 389 მლრდ დოლარია. ის მხოლოდ ბიტკოინს ჩამორჩება, რომლის კაპიტალიზაციაც 1,05 ტრილიონი დოლარია. ბოლო წლის განმავლობაში ბუტერინის მიერ შექმნილი ციფრული მონეტის ფასი 325%-ზე მეტით გაიზარდა.
This is why Vitalik Buterin created Ethereum pic.twitter.com/DSuN14nXhV
— Business Insider (@BusinessInsider) May 2, 2021
ვიტალი ბუტერინი 1994 წელს დაიბადა კოლომნაში. მოგვიანებით ის ოჯახთან ერთად კანადაში, ტორონტოში გადავიდა საცხოვრებლად. 2014 წელს ვიტალიმ ცნობილი ვენჩურული კაპიტალისტის პიტერ ტილის პრემია მიიღო, რამაც მას საშუალება მისცა, ბიტკოინის კრიპტოვალუტური ქსელი შეესწავლა. უკვე ერთი წლის შემდეგ ბუტერინმა საკუთარი ბლოკჩეინ-პლატფორმა Ethereum აამუშავა.