17:26 14 მაისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.1366
  • 100 RUB4.6046
  • USD3.4283
მსოფლიოში
მოკლე ბმულის მიღება
საერთაშორისო პანორამა (392)
92 0 0

შვეიცარიის საელჩოს თანამშრომელი ქალი თეირანში ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესებს წარმოადგენდა.

თბილისი, 4 მაისი – Sputnik. ირანში შვეიცარიის საელჩოს თანამშრომელი ქალი, რომელიც ქვეყანაში აშშ-ის ინტერესებს წარმოადგენდა, მაღლივი შენობიდან ჩამოვარდა და დაიღუპა, იუწყება სააგენტო ISNA საგანგებო სამსახურის წარმომადგენელზე დაყრდნობით.

შვეიცარია ირანში შეერთებული შტატების ინტერესებს მას შემდეგ წარმოადგენს, რაც თეირანმა ვაშინგტონთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა.

გავრცელებული ცნობით, 51 წლის დიპლომატი საელჩოს პირველი მდივნის თანამდებობაზე მუშაობდა.

საგანგებო სამსახურის წარმომადგენლის თქმით, ჯერჯერობით უცნობია, ეს უბედური შემთხვევა იყო თუ თვითმკვლელობა.

ამ დროისათვის შვეიცარიის ხელისუფლება უკვე არკვევს მომხდარის დეტალებს ირანის ხელისუფლებასთან.

თემები:
საერთაშორისო პანორამა (392)

მთავარი თემები