აშშ ოქტომბრიდან ბევრად მეტ მიგრანტს მიიღებს: ბაიდენის გადაწყვეტილება

© AP Photo / Ramon Espinosaმიგრანტი ქალი აშშ-ის დროშის ფონზე
მიგრანტი ქალი აშშ-ის დროშის ფონზე - Sputnik საქართველო, 1920, 04.05.2021
გამოწერა
მანამდე კონგრესში განაცხადეს, რომ ბაიდენის ადმინისტრაციის წყალობით ქვეყანაში მიგრანტების შედინების ახალი ტალღა აგორდა, რომელიც ყველაზე დიდია ბოლო 20 წლის განმავლობაში.

თბილისი, 4 მაისი — Sputnik. აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ქვეყანაში ლტოლვილების მიღებაზე ლიმიტი რამდენჯერმე გაზარდა. შესაბამისი განცხადება თეთრი სახლის პრეს-სამსახურმა საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა.

ამერიკული დოლარი - Sputnik საქართველო, 1920, 29.04.2021
ვინც პანდემიის დროს გამდიდრდა: პრეზიდენტი გადასახადების გაზრდას გეგმავს

გავრცელებული ინფორმაციით, არსებული ლიმიტი — 15 ათასი კაცი 62,5 ათასამდე გაიზრდება.

ლტოლვილებზე 1980 წლის შემდეგ ისტორიულად მინიმალური კვოტა დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ დააწესა.

„ეს აბათილებს წინა ადმინისტრაციის მიერ დადგენილ ისტორიულად დაბალ კვოტას 15 ათას კაცზე, რომელიც არ ასახავს ამერიკის, როგორც ლტოლვილების მხარდამჭერი ქვეყნის ფასეულობებს“, — ნათქვამია დოკუმენტში.

განცხადებაში აღინიშნება, რომ ბაიდენის ადმინისტრაცია მომავალ საფინანსო წელს (იწყება 1 ოქტომბერს) 125 ათასი მიგრანტის მიღებას გეგმავს, რაც კონგრესისთვის წარდგენილ ბიუჯეტშიც არის გათვალისწინებული.

„ჩვენ ვაპირებთ ყველა ხელმისაწვდომი ინსტრუმენტის გამოყენებას იმისთვის, რომ საგულდაგულოდ შემოწმებულ ლტოლვილებს თავიანთ ქვეყნებში საშინელი პირობებისგან თავის დაღწევაში დავეხმაროთ“, — აღნიშნა ბაიდენმა.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ აშშ-ში ბოლო 20 წლის განმავლობაში მიგრანტების ყველაზე ფართომასშტაბიანი შედინება დაიწყო. კონგრესში აცხადებდნენ, რომ ამ ტალღას ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის ქმედებებმა შეუწყო ხელი.

ყველა ახალი ამბავი
0