18:28 14 მაისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.1366
  • 100 RUB4.6046
  • USD3.4283
მსოფლიოში
მოკლე ბმულის მიღება
მსოფლიო და მეცნიერება (650)
245 0 0

დაახლოებით 7 მილიონი პაციენტის მონაცემების შესწავლის საფუძველზე მეცნიერებმა საინტერესო კანონზომიერებები გამოავლინეს

თბილისი, 3 მაისი — Sputnik. კორონავირუსული დაავადება COVID−19−ის მძიმე ფორმის რისკ მნიშვნელოვნად ზრდის ადამიანის არა მარტო ჭარბი, არამედ არასაკმარისი წონაც,  აცხადებენ ბრიტანელი მეცნიერები, რომელთა ნაშრომიც Lancet Diabetes & Endocrinology−შია გამოქვეყნებული.

აღინიშნება, რომ ეს პირველი ფართომასშტაბიანი კვლევაა, რომელმაც სხეულის მასის ინდექსსა და COVID-19−ს შორის კავშირი შეისწავლა.

ირკვევა, რომ მკვლევარებმა გასული წლის 24 იანვრიდან 30 აპრილის ჩათვლით ინფიცირებული 6,9 მლნ პაციენტის მონაცემები გააანალიზეს და მივიდნენ დასკვნამდე, რომ COVID-19−ის მძიმე ფორმისა და სიკვდილის რისკი მაღალია იმ  ადამიანებში, რომლებსაც სხეულის მასის ინდექსი 23−ზე მაღალი აქვთ. და ეს სხვა დამამძიმებელ ფაქტორებზე, მაგალითად, მეორე ტიპის დიაბეტზე დამოკიდებული არ არის.

ამასთან მეცნიერებმა გამოავლინეს რამდენიმე საინტერესო კანონზომიერებაც:

  • ჭარბი წონა COVID-19−ის სიმძიმეზე უფრო მეტ გავლენას 20−დან 39 წლამდე ასაკის  პაციენტებზე ახდენს, 60 წლის შემდეგ ეს დამოკიდებულება მცირდება, ხოლო 80 წელზე უფროსი ასაკის შემთხვევაში წონა უკვე მცირედ ზემოქმედებს დაავადების მიმდინარეობაზე;
  • COVID-19−ის მძიმე ფორმა ასევე შეიძლება განუვითარდეთ პაციენტებს, რომელთა სხეულის მასისი ინდექსი 18,5−ზე დაბალი აქვთ.

შესაბამისად, მეცნიერები მოგვიწოდებენ, რომ COVID-19−ის მძიმე ფორმის თავიდან ასაცილებლად საჭიროა წონაში დაკლება, მაგრამ არა ზედმეტად.

სხეულის მასის ინდექსი (Body Mass Index - BMI) გამოითვლება შემდეგი ფორმულით – BMI=m/h2, სადაც m – ადამიანის სხეულის მასაა კილოგრამებში, ხოლო h – სიმაღლე მეტრებში.

აქედან:

  • თუ სხეულის მასის ინდექსი 16–ზე ნაკლებია, ადამიანს აქვს სხეულის მასის დიდი დეფიციტი;
  • 16–დან 18.5–მდე - სხეულის მასის დეფიციტი;
  • 18.5–დან 25–მდე - პიროვნება ნორმალური წონისაა;
  • 25–დან 30–მდე - ჭარბი წონა;
  • 30–ზე მეტი - სიმსუქნე.
თემები:
მსოფლიო და მეცნიერება (650)

მთავარი თემები