თვეს დიდი მნიშვნელობა აქვს: რატომ ჩამორჩებიან სწავლაში დეკემბრის ბავშვები

© Pixabay / sof_loბიჭი კითხულობს წიგნს
ბიჭი კითხულობს წიგნს  - Sputnik საქართველო, 1920, 30.04.2021
გამოწერა
ფინელმა მეცნიერებმა 400 000 ბავშვის მონაცემი გააანალიზეს და დაადგინეს, რატომ აქვთ დაწყებით კლასებში სწავლის პრობლემები დეკემბერში დაბადებულ ბავშვებს.

თბილისი, 30 აპრილი — Sputnik. წლის ბოლოს დაბადებული ბავშვები სხვებთან შედარებით უფრო ხშირად აწყდებიან სიძნელეებს დაწყებით კლასებში, აცხადებენ ფინელი მეცნიერები.

როგორც ირკვევა, ტურკუს უნივერსიტეტის სწავლულებმა 1996-დან 2002 წლამდე დაბადებული 400 ათასი ბავშვის მონაცემები გააანალიზეს, რა დროსაც მათ დაბადების თვეებსა და აკადემიურ მოსწრებაზე გაამახვილეს ყურადღება.

ბავშვები თოვლში - Sputnik საქართველო, 1920, 02.01.2021
ზამთრის ბავშვები: ხასიათი, ჯანმრთელობა და სხვა საინტერესო თავისებურებები

აღმოჩნდა, რომ წლის ბოლო თვეში, დეკემბერში დაბადებული ბავშვების უმეტესობას სწავლის პროცესში პრობლემები უვლინდებოდა. ამ კატეგორიის ბავშვებში მსგავსი სირთულეები ორჯერ უფრო ხშირად ფიქსირდებოდა, ვიდრე იანვარში დაბადებულებში.

კვლევის ავტორების აზრით, ეს იმის ბრალია, რომ დეკემბერში დაბადებულ ბავშვებს სკოლაში შესვლა ნაკლებად მომწიფებულებს უწევთ. ანუ, თუ, ვთქვათ, ბავშვი, წესით, ექვსი წლისა უნდა იწყებდეს სწავლას სექტემბერში, დაბადების დღე კი დეკემბერში აქვს, მშობლებს ის მაინც შეჰყავთ სკოლაში მაშინ, როდესაც ჯერ ისევ ხუთი წლისაა. ხოლო იანვარში დაბადებულ ბავშვებს, პირიქით, მთელი ცხრა თვე აქვთ წინ იმისთვის, რომ სასექტემბროდ კიდევ მეტად მოემზადონ და მაღალი აკადემიური მოსწრება გამოავლინონ.

ფინელი მეცნიერების თქმით, მშობლებმა, პედაგოგებმა და პედიატრებმაც კი ეს მომენტი აუცილებლად უნდა გაითვალისწინონ.

ყველა ახალი ამბავი
0