05:59 15 მაისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.1392
  • 100 RUB4.6170
  • USD3.4186
მსოფლიოში
მოკლე ბმულის მიღება
მსოფლიო და მეცნიერება (650)
230 0 0

მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ომეგა-3 ზოგი პაციენტისთვის სახიფათოა და ექიმებმა მისი დანიშვნის შემთხვევაში რისკები უნდა გაითვალისწინონ.

თბილისი, 29 აპრილი — Sputnik. საკვები დანამატები, რომლებიც პოლიგაჯერებულ ცხიმმჟავა ომეგა-3-ს შეიცავს და რომლებიც ხშირად ინიშნება გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკის შესამცირებლად, შეიძლება სახიფათო იყო პაციენტთა გარკვეული ჯგუფისთვის, აცხადებენ ამერიკელი მეცნიერები.

მათი კვლევა გამოქვეყნებულია ჟურნალში European Heart Journal - Cardiovascular Pharmacotherapy.

გავრცელებული ინფორმაციით, სპეციალისტებმა ხუთი კვლევის შედეგები გააანალიზეს, რომლებშიც 50 ათასზე მეტი ადამიანი იღებდა მონაწილეობას. მათი ნაწილი ომეგა-3-ის შემცველ დანამატებს იღებდა, ნაწილი — პლაცებოს. ექიმები კვლევის მონაწილეებს ორიდან შვიდ წლამდე აკვირდებოდნენ.

გაირკვა, რომ ომეგა-3 მოციმციმე არითმიას, წინაგულის ფიბრილაციას ავითარებს, თუ პაციენტის სისხლში ლიპიდების მაღალი დონე ფიქსირდება. სამედიცინო სტატისტიკის თანახმად, ამ დაავადების მქონე ადამიანებში ინსულტების რისკი ხუთჯერ უფრო მაღალია, ვიდრე არითმიის არმქონეებში.

როგორც კვლევის ავტორები აცხადებენ, ომეგა-3-ის შემცველი დანამატების დანიშვნისას ექიმებმა ეს რისკები უნდა გაითვალისწინონ.

თემები:
მსოფლიო და მეცნიერება (650)

მთავარი თემები