08:24 14 მაისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.1366
  • 100 RUB4.6046
  • USD3.4283
მსოფლიოში
მოკლე ბმულის მიღება
საერთაშორისო პანორამა (391)
34 0 0

აშშ-ის თავდაცვის უწყების პრეს-მდივანმა ნაადრევად მიიჩნია დასკვნების გაკეთება რუსეთის მიერ რუსეთ–უკრაინის საზღვრიდან ჯარების გაყვანის თაობაზე.

თბილისი, 27 აპრილი — Sputnik. პენტაგონი ყურადღებით აკვირდება რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებებს უკრაინასთან საზღვარზე, დასკვნების გაკეთება ჯერჯერობით ნაადრევია, განაცხადა ბრიფინგზე თავდაცვის უწყების ოფიციალურმა წარმომადგენელმა ჯონ კირბიმ.

​„ჩვენ ვიხილეთ რუსეთის ზოგი ძალის გაყვანა [უკრაინასთან] საზღვრიდან... თუმცა ჯერჯერობით ძალიან ადრეა დასკვნის გაკეთება იმაზე, რომ ის, რასაც მათ სწავლებები უწოდეს, დასრულდა და ყველა ძალა გაჰყავთ. ასე რომ, ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით სიტუაციას“, — აღნიშნა კირბიმ.

მანამდე რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ქვეყნის სამხრეთსა და დასავლეთში მოულოდნელ შემოწმებაში ჩართულმა საჯარისო ქვედანაყოფებმა მუდმივი დისლოკაციის ადგილებისკენ გასვლა დაიწყეს. თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუს ბრძანების თანახმად, რუსეთის სამხრეთში სწავლებებში მონაწილე ჯარები საკუთარ ბაზებს 1 მაისამდე უნდა დაუბრუნდნენ.

დასავლეთის ქვეყნებს ბოლო დროს განსაკუთრებულად აშფოთებს რუსეთის „აგრესიული ქმედებების გაძლიერება“ უკრაინის მიმართ. მიმდინარე წლის მარტის ბოლოდან უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთში ვითარება მკვეთრად გაუარესდა. კონფლიქტის მხარეები შეხების ხაზზე სამხედრო ტექნიკის კონცენტრაციასა და სროლების გაძლიერებაზე საუბრობდნენ. 

კიევმა, თავის მხრივ, არაერთხელ დაადანაშაულა მოსკოვი რეგიონში სამხედრო ყოფნის გაძლიერებაში. ამასთან რუსეთი აცხადებდა, რომ არ მონაწილეობს უკრაინის შიდა კონფლიქტში და არ არის მინსკის შეთანხმების სუბიექტი. თუმცა, როგორც პრეზიდენტმა პუტინმა აღნიშნა, „მიუხედავად ყველაფრისა“, მისი ქვეყანა არასდროს მიატოვებს დონბასის მოსახლეობას. 

უკრაინასთან საზღვარზე სამხედრო ხაზით გააქტიურებაში რუსეთი შეერთებულმა შტატებმაც დაადანაშაულა. ვაშინგტონში განაცხადეს, რომ მოსკოვს ჯარები გადაჰყავს ყირიმისა და აღმოსავლეთ უკრაინის მიმართულებით. რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა დმიტრი პერსკოვმა ამასთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ მოსკოვს ქვეყნის ტერიტორიაზე გადაჰყავს ჯარები ისე, როგორც თავად მიაჩნია საჭიროდ, ამით არავის ემუქრება და ეს არავის არ უნდა აღელვებდეს.

თემები:
საერთაშორისო პანორამა (391)

მთავარი თემები