09:03 24 ივლისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.6481
  • 100 RUB4.2138
  • USD3.1000
მსოფლიოში
მოკლე ბმულის მიღება
საერთაშორისო პანორამა (571)
45 0 0

ზელენსკის ვიდეომიმართვაზე პასუხად რუსეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ კიევი უპირველესად თვითგამოცხადებული რესპუბლიკების ლიდერებს უნდა დაელაპარაკოს.

თბილისი, 23 აპრილი — Sputnik. უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმირ ზელენსკი უპასუხებს რუსი კოლეგის ვლადიმირ პუტინის შეთავაზებას მოსკოვში შეხვედრის თაობაზე, განაცხადა უკრაინის ლიდერის პრეს-მდივანმა იულია მენდელმა.

„სახელმწიფოს მეთაურის რეაქცია აუცილებლად იქნება“, — აღნიშნა მენდელმა.

რამდენიმე დღის წინ ვლადიმირ ზელენსკიმ გაავრცელა ვიდეომიმართვა, რომელშიც რუსეთის პრეზიდენტს „უკრაინის დონბასის ნებისმიერ წერტილში შეხვედრა“ შესთავაზა, „სადაც ახლა ომი მიმდინარეობს“.

ვლადიმირ პუტინმა ამაზე პასუხად განაცხადა, რომ კიევის ხელისუფლებამ დიალოგი უპირველესად დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების ხელმძღვანელობასთან უნდა აწარმოოს, და მხოლოდ მერე კრემლთან. თუმცა იქვე აღნიშნა, რომ მზადაა მიიღოს ზელენსკი მოსკოვში ნებისმიერ დროს, თუ უკრაინის პრეზიდენტი ორმხრივი ურთიერთობების განხილვას მოისურვებს.

ბოლო დროს უკრაინის სამხრეთ–აღმოსავლეთში დაძაბულობამ იმატა. თვითგამოცხადებული რესპუბლიკები ამაში უკრაინელ ძალოვანებს ადანაშულებენ, კიევი და დასავლეთი კი რუსეთის სამხედრო გააქტიურებაზე საუბრობენ უკრაინის საზღვრებთან. ამასთან დაკავშირებით მოსკოვში აცხადებენ, რომ არავისზე თავდასხმა არ იგეგმება, და რომ ქვეყნის ხელისუფლებას ჯარები საკუთარ ტერიტორიაზე გადაჰყავს, რაც შიდასახელმწიფოებრივი საქმეა.

 

თემები:
საერთაშორისო პანორამა (571)

მთავარი თემები