22:08 19 ივნისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.7754
  • 100 RUB4.3879
  • USD3.1681
მსოფლიოში
მოკლე ბმულის მიღება
საერთაშორისო პანორამა (471)
108 0 0

სამიტზე ნატოს საქმიანობის მიმდინარე საკითხებისა და ასევე ალიანსის 2030 წლამდე დღის წესრიგის განხილვა იგეგმება, რომელთა შორისაა „რუსეთის აგრესიული ქმედებებიც“.

თბილისი, 22 აპრილი — Sputnik. ჩრდილოატლანტიკური სამხედრო ალიანსის, ნატოს მორიგი სამიტი ბრიუსელში 14 ივნისს გაიმართება, ნათქვამია ნატოს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის განცხადებაში.

​„მოხარული ვარ გაცნობოთ, რომ ალიანსის ლიდერთა მომდევნო სამიტი 2021 წლის 14 ივნისს გაიმართება ნატოს ბრიუსელის შტაბ-ბინაში“, — აღნიშნულია განცხადებაში.

სტოლტენბერგის თქმით, სამიტზე ნატოს საქმიანობის მიმდინარე საკითხებისა და ასევე ალიანსის 2030 წლამდე დღის წესრიგის განხილვა იგეგმება. ასეთთა შორის მან დაასახელა „რუსეთის აგრესიული ქმედებები, ტერორიზმის საფრთხეები, კიბერშეტევები, ახალი და მავნებელი ტექნოლოგიები, კლიმატური ცვლილებების გავლენა უსაფრთხოებაზე და ასევე ჩინეთის ზრდა“.

დასავლეთის ქვეყნებს ბოლო დროს განსაკუთრებულად აშფოთებს რუსეთის „აგრესიული ქმედებების გაძლიერება“ უკრაინის მიმართ. მიმდინარე წლის მარტის ბოლოდან უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთში ვითარება მკვეთრად გაუარესდა. კონფლიქტის მხარეები შეხების ხაზზე სამხედრო ტექნიკის კონცენტრაციასა და სროლების გაძლიერებაზე საუბრობენ.

ამასთან დაკავშირებით კიევმა არაერთხელ დაადანაშაულა მოსკოვი რეგიონში სამხედრო ყოფნის გაძლიერებაში. რუსეთი, თავის მხრივ, აცხადებს, რომ არ მონაწილეობს უკრაინის შიდა კონფლიქტში და არ არის მინსკის შეთანხმების სუბიექტი. თუმცა, როგორც პრეზიდენტმა პუტინმა აღნიშნა, „მიუხედავად ყველაფრისა“, მისი ქვეყანა არასდროს მიატოვებს დონბასის მოსახლეობას. უკრაინასთან საზღვარზე სამხედრო ხაზით გააქტიურებაში რუსეთი შეერთებულმა შტატებმაც დაადანაშაულა. ვაშინგტონში განაცხადეს, რომ მოსკოვს ჯარები გადაჰყავს ყირიმისა და აღმოსავლეთ უკრაინის მიმართულებით. რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა დმიტრი პერსკოვმა ამასთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ მოსკოვს ქვეყნის ტერიტორიაზე გადაჰყავს ჯარები ისე, როგორც თავად მიაჩნია საჭიროდ, ამით არავის ემუქრება და ეს არავის არ უნდა აღელვებდეს.

თემები:
საერთაშორისო პანორამა (471)

მთავარი თემები