22:56 19 ივნისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.7754
  • 100 RUB4.3879
  • USD3.1681
მსოფლიოში
მოკლე ბმულის მიღება
საერთაშორისო პანორამა (471)
44 0 0

ჩეხეთის პარლამენტის ზედა პალატაში რუსეთთან მეგობრობისა და თანამშრომლობის ხელშეკრულების გაუქმებას 67-მა სენატორმა დაუჭირა მხარი.

თბილისი, 22 აპრილი — Sputnik. ჩეხეთის პარლამენტის ზედა პალატის, სენატის წევრებმა ოთხშაბათის სხდომაზე ხელისუფლებას მოუწოდეს, გააუქმოს რუსეთთან მეგობრული ურთიერთობისა და თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულება, იუწყება Ceska Televize.

„სენატორებმა მიიღეს დადგენილება, რომელშიც ვრბეტიცეში მომხდარი აფეთქება სახელმწიფო ტერორიზმის აქტად შეაფასეს, და მოუწოდეს მთავრობას, გააუქმოს რუსეთთან მეგობრული ურთიერთობისა და თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულება, ასევე შეამციროს პრაღაში რუსეთის საელჩოს თანამშრომელთა რაოდენობა ერთ კაცამდე. დადგენილებას 72 სენატორიდან 67-მა დაუჭირა მხარი“, — ნათქვამია ტელეარხის განცხადებაში.

გარდა ამისა, სენატმა მთავრობას მისცა რეკომენდაცია, განიხილოს ვრბეტიცეს ინციდენტი გაეროს უშიშროების საბჭოზე, ასევე ნატოსა და ევროკავშირის ორგანოებში, და ამ ორგანიზაციების წევრ ქვეყნებს მხარდაჭერა და დახმარება სთხოვოს.

ამასთან სენატორებმა თხოვნით მიმართეს მინისტრთა კაბინეტს, გამოაქვეყნოს დოკუმენტი ვრბეტიცეში აფეთქების შესახებ, რათა ამ თემაზე დეზინფორმაციის გავრცელება აღიკვეთოს.

სენატმა მთავრობას კიდევ ერთი რეკომენდაცია მისცა, რომელიც რუსეთისგან კომპენსაციის მოთხოვნას ითვალისწინებს ვრბეტიცეში მომხდარი აფეთქების შედეგად რესპუბლიკისა და ცალკეული ადამიანებისთვის მიყენებული ზიანის ასანაზღაურებლად.

მანამდე, 17 აპრილს ჩეხეთის პრემიერმა ანდრეი ბაბიშმა გამოაცხადა, რომ ქვეყნის ხელისუფლება რუსეთის სპეცსამსახურებს მიიჩნევს ეჭვმიტანილად ვრბეტიცეს საბრძოლო მასალების საწყობში 2014 წელს მომხდარ აფეთქებებში. ამასთან დაკავშირებით ქვეყნიდან 18 რუსი დიპლომატი გააძევეს.

კრემლში ამ ბრალდებებს აღმაშფოთებელი და დაუსაბუთებელი უწოდეს. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ აფეთქების გამოძიებასთან დაკავშირებული სიტუაცია „მარაზმატიკულ აღლუმად“ შეაფასა. პრაღის ნაბიჯების საპასუხოდ მოსკოვმა ჩეხეთის საელჩოს 20 თანამშრომელი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა და ქვეყნიდან გააძევა.

თემები:
საერთაშორისო პანორამა (471)

მთავარი თემები