მაქსიმალური დაცვა: უკრაინის უშიშროების სამსახური საბრძოლო მზადყოფნის რეჟიმზე გადავიდა

© Security Service of Ukraineუკრაინის უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები - Sputnik საქართველო, 1920, 20.04.2021
გამოწერა
უკრაინის უშიშროების სამსახური ყველა ძალისხმევას გაიღებს იმისთვის, რომ ქვეყნის მოსახლეობა მაქსიმალურად იყოს დაცული.

თბილისი, 20 აპრილი — Sputnik. უკრაინის უშიშროების სამსახურის თანამშრომლები მაღალი მზადყოფნის რეჟიმზე არიან გადაყვანილი, აცხადებს რადიო Sputnik უწყების პრეს-მდივნის არტემ დეხტიარენკოს კომენტარზე დაყრდნობით. 

„დღეისათვის უკრაინის უშიშროების სამსახურის თანამშრომლები ყველა ოლქში, და არა მარტო სასაზღვრო რაიონებში, გადაყვანილი არიან მაღალი მზადყოფნის რეჟიმში. გაძლიერებულია უწყების საქმიანობის კონტრდაზვერვითი და ოპერატიულ–სამძებრო შემადგენელი“, — აღნიშნა მან.

დეხტიარენკოს თქმით, რუსეთთან ესკალაცია და მოსკოვის „აგრესიული რიტორიკის გაძლიერება“ ქვეყნის უშიშროების სამსახურს აიძულებს, გაატაროს ადეკვატური ზომები წინააღმდეგობის გასაწევად.

ნატოს სამხედრო ხომალდი - Sputnik საქართველო, 1920, 20.04.2021
„მიზანი რუსეთის დაშინებაა“: რუსეთის საგარეო უწყების კომენტარი ბრიტანულ სამხედრო ხომალდებზე

როგორც უწყების პრეს-მდივანი ამბობს, უკრაინის უშიშროების სამსახური ყველა ღონეს იხმარს იმისათვის, რომ „უკრაინელები მაქსიმალურად დაცული იყვნენ“.

ამასთან სამსახური არ გამორიცხავს შესაძლო საინფორმაციო სპეცოოპერაციებსა და „საპროტესტო აქციებისა და არეულობის პროვოცირებას“ რუსეთის მხრიდან.

მანამდე შეერთებულმა შტატებმა რუსეთი უკრაინასთან საზღვარზე სამხედრო ხაზით გააქტიურებაში დაადანაშაულა. ვაშინგტონში განაცხადეს, რომ მოსკოვს ჯარები გადაჰყავს ყირიმისა და აღმოსავლეთ უკრაინის მიმართულებით. რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა დმიტრი პერსკოვმა რამდენჯერმა აღნიშნა, რომ მოსკოვს ქვეყნის ტერიტორიაზე გადაჰყავს ჯარები ისე, როგორც თავად მიაჩნია საჭიროდ, ამით არავის ემუქრება და ეს არავის არ უნდა აღელვებდეს.

ყველა ახალი ამბავი
0