„ჩრდილოეთის ნაკადი-2-ზე“ უარი უნდა ვთქვათ“: გერმანელი პოლიტიკოსები პირობას ასახელებენ

© photo : Nord Stream 2 / Igor Kuznetsov„ჩრდილოეთის ნაკადი-2“
„ჩრდილოეთის ნაკადი-2“ - Sputnik საქართველო, 1920, 19.04.2021
გამოწერა
გერმანელი პოლიტიკოსების აზრით, რუსეთი უკრაინასთან საზღვარზე სამხედრო ჩარევის პირობებს ქმნის და ამიტომ ევროკავშირმა არაორაზროვანი გზავნილი უნდა აახლოს რუსეთს

თბილისი, 19 აპრილი — Sputnik. ევროპარლამენტის წამყვანი ფრაქციის, ევროპის სახალხო პარტიის ლიდერმა მანფრედ ვებერმა პროექტ „ჩრდილოეთის ნაკადი–2–ის“ დასრულების შეჩერების წინადადება წამოაყენა უკრაინის აღმოსავლეთში სიტუაციის შემდგომი დაძაბვის შემთხვევაში. აღნიშნულის თაობაზე მან RND-სთან ინტერვიუში განაცხადა.

„ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის მშენებლობა - Sputnik საქართველო, 1920, 09.04.2021
„ომი „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის წინააღმდეგ“: გერმანიაში აშშ-სთვის პასუხის გაცემა მოითხოვეს

გერმანელ პოლიტიკოსს მიაჩნია, რომ ევროკავშირმა მოსკოვს ამის თაობაზე „არაორაზროვანი სიგნალი“ უნდა გაუგზავნოს.

„თუ უკრაინის აღმოსავლეთში ვითარება უფრო გამწვავდება, მაშინ „ჩრდილოეთის ნაკადი–2–ს“ მხარდაჭერა შესაძლებელი აღარ იქნება“, — მიაჩნია ვებერს.

პოლიტიკოსი დარწმუნებულია, რომ რუსეთი მონაწილეობდა კიბერთავდასხმებში და სადეზინფორმაციო კამპანიებში. ამასთან მან მოსკოვის ქმედებები რეალურ საფრთხედ შეაფასა ევროკავშირისა და დასავლეთისთვის.

იგივე აზრისაა ბუნდესტაგის დეპუტატი თავისუფალი დემოკრატიული პარტიიდან ალექსანდერ ლამსდორფი. მისი ვარაუდით, რუსეთი სამხედრო ჩარევის პირობებს ქმნის და ამიტომ ევროკავშირმა უნდა გააგებინოს მოსკოვს, რომ თავდასხმის შემთხვევაში სანქციები გაფართოვდება.

„ასეთ შემთხვევაში პროექტ „ჩრდილოეთის ნაკადი–2–ის“ რეალიზაცია მაშინვე უნდა შეჩერდეს — ეს აშკარაა“, —  აღნიშნა პოლიტიკოსმა.

მანამდე რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთი არავისზე თავდასხმას არ აპირებს, და რომ რუსული საფრთხე — ეს მათი მოგონილია, „ვისაც რუსეთთან მებრძოლი მოწინავე რაზმის როლით რაღაც ბონუსებისა და პრეფერენციების მიღება სურთ“.

 

ყველა ახალი ამბავი
0