ისრაელის არმიამ „ჰამასის“ ობიექტები დაბომბა

© AP Photo / NASSER ISHTAYEHისრაელის არმია
ისრაელის არმია - Sputnik საქართველო, 1920, 17.04.2021
გამოწერა
მანამდე ისრაელის არმიის პრესსამსახურმა განაცხადა, რომ ღაზის სექტორიდან ისრაელის მიმართულებით ერთი რაკეტაა გაშვებული.

თბილისი, 9 აპრილი - Sputnik. ისრაელის არმიამ განაცხადა, რომ შაბათ ღამეს ქვეყნის სამხედრო საჰაერო ძალებმა ღაზის სექტორიდან რაკეტის გაშვებაზე საპასუხოდ „ჰამასის“ რამდენიმე ობიექტი დაბომბა, იუწყება РИА Новости.

„ღაზის სექტორიდან ისრაელის მიმართულებით გაშვებული რაკეტის საპასუხოდ, ისრაელის არმიის გამანადგურებლებმა და საბრძოლო ვერტმფრენებმა განახორციელეს დარტყმა ღაზის სექტორში მდებარე რამდენიმე სამხედრო ობიექტზე, მათ შორისაა „ჰამასის“ სასწავლო ობიექტი, რომელიც წარმოადგენს პოსტს საზენიტო რაკეტების მონტაჟისთვის, მიწისქვეშა გვირაბების და საბრძოლო მასალების საწყობის ასაშენებლად საჭირო ბეტონის საწარმო, აგრეთვე დაჯგუფების მიწისქვეშა ინფრასტრუქტურა”, - განაცხადეს ისრაელის არმიის პრესსამსახურში.

მანამდე ისრაელის არმიის პრესსამსახურმა განაცხადა, რომ ღაზის სექტორიდან ისრაელის მიმართულებით ერთი რაკეტაა გაშვებული. საჰაერო განგაშის სიგნალი პარასკევს საღამოს ქვეყნის სამხრეთში მდებარე ორ დასახლებულ პუნქტში გაისმა.

ყველა ახალი ამბავი
0