პროვოკაციული გადაწყვეტილება: პარიზი თეირანისთვის კოორდინირებული პასუხის გაცემას მოითხოვს

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliსაფრანგეთის დროშა საელჩოს მანქანაზე
საფრანგეთის დროშა საელჩოს მანქანაზე - Sputnik საქართველო, 1920, 14.04.2021
გამოწერა
საფრანგეთი მოუწოდებს ბირთვული გარიგების ხელმომწერ ქვეყნებს, კოორდინირებული პასუხი გასცენ ირანის სახიფათო გადაწყვეტილებას.

თბილისი, 14 აპრილი — Sputnik. საფრანგეთი მსოფლიოს ზესახელმწიფოებთან შეათანხმებს საპასუხო ნაბიჯებს ირანის წინააღმდეგ, რომელიც ურანის 60%-მდე გამდიდრებას გეგმავს, იუწყება სააგენტო Reuters ელისეს სასახლეზე დაყრდნობით. 

ბირთვული მასალა ურანი - Sputnik საქართველო, 1920, 14.04.2021
ირანი 60%-მდე გამდიდრებულ ურანს მომდევნო კვირაში მიიღებს

საუბარია მოქმედების ერთობლივი ყოვლისმომცველი გეგმის მონაწილე ქვეყნებზე, რომლებმაც 2015 წელს მოაწერეს ხელი ირანის ბირთვულ პროგრამას. ესენია: საკუთრივ საფრანგეთი, რუსეთი, ჩინეთი, გერმანია, დიდი ბრიტანეთი და აშშ.

საფრანგეთის პრეზიდენტის წარმომადგენლის თქმით, ირანის გეგმები მეტად სერიოზულია და შექმნილი ვითარება ყველა ამ ქვეყნის კოორდინირებულ პასუხს მოითხოვს.

მანამდე თეირანმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ირანი 60%-მდე გამდიდრებული ურანის მიღებას მომდევნო კვირაში გეგმავს. როგორც ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ აბას არაქჩიმ აღნიშნა, თეირანი ათასი ახალი ცენტრიფუგის დადგმას აპირებს ნათანზის ბირთვულ ობიექტზე, სადაც რამდენიმე დღის წინ დივერსია მოხდა.

თავის მხრივ, თეთრმა სახლმა ირანის ხელისუფლების გადაწყვეტილება პროვოკაციულად შეაფასა და ხაზი გაუსვა, რომ ბირთვულ გარიგებაზე მოლაპარაკებების გაგრძელებას ელოდებიან.

მოჰამად ზარიფი - Sputnik საქართველო, 1920, 13.04.2021
„დათმობას ვერ მიიღებთ“: ირანელი მინისტრი აშშ-ს პირობას უყენებს

ბირთვული პროგრამა – ეს ერთობლივი ყოვლისმომცველ მოქმედებათა გეგმაა, რომელსაც 2015 წელს მოაწერეს ხელი შეერთებულმა შტატებმა, დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ, ჩინეთმა, რუსეთმა, საფრანგეთმა და ირანმა. გეგმა თეირანისთვის სანქციების მოხსნას მოიაზრებდა ბირთვული პროგრამის შეზღუდვის სანაცვლოდ.

სამი წლის შემდეგ, 2018 წლის მაისში შეერთებულმა შტატებმა მიიღო გადაწყვეტილება, ცალმხრივად გასულიყო შეთანხმებიდან და აღედგინა მკაცრი სანქციები ირანისთვის. კიდევ ერთი წლის შემდეგ კი თეირანმაც უარი თქვა შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე, რომლის პირველი ეტაპიც ურანის გამდიდრებას და მძიმე წყლის მარაგებს შეეხებოდა.

2020 წლის დეკემბერში ირანში ძალაში შევიდა კანონი, რომელიც მაღალგამდიდრებული ურანის (20%-მდე) წარმოების დაწყებასა და ამისთვის უფრო მძლავრი ცენტრიფუგების ამოქმედებას ითვალისწინებს. ამასთან კანონი მოიაზრებს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ფართო შემოწმებებზე უარს იმ შემთხვევაში, თუ თეირანი ვერ შეძლებს ნავთობით თავისუფალ ვაჭრობასა და ფინანსური ოპერაციების განხორციელებას.

ყველა ახალი ამბავი
0