10:22 06 მაისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.1334
  • 100 RUB4.6010
  • USD3.4399
მსოფლიოში
მოკლე ბმულის მიღება
საერთაშორისო პანორამა (379)
55 0 0

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ აშშ-ის და რუსეთის ლიდერებმა სატელეფონო საუბრისას პირადი შეხვედრის შესაძლებლობა განიხილეს.

თბილისი, 14 აპრილი — Sputnik. ავსტრია ყოველთვის მზადაა, უმასპინძლოს აშშ-ის და რუსეთის პრეზიდენტების შესაძლო შეხვედრას, თუ მხარეები სამიტის ჩატარებას მის ტერიტორიაზე გადაწყვეტენ, განაცხადეს ავსტრიის საგარეო საქმეთა სამინისტროში.

მანამდე თეთრმა სახლმა და კრემლმა გავრცელეს ინფორმაცია, რომ აშშ-ის და რუსეთის ლიდერებმა — ჯო ბაიდენმა და ვლადიმირ პუტინმა სამშაბათს ტელეფონით ისაუბრეს და უახლოეს თვეებში პირადი შეხვედრის შესაძლებლობა განიხილეს.

„გადაწყვეტილება, ჩატარდება თუ არა ამგვარი სამიტი, სად და როდის, ორი მხარის მისაღებია. ავსტრია, რა თქმა უნდა, ყოველთვის იქნება ყველა სახის მაღალი დონის მოლაპარაკებების მონაწილეთა განკარგულებაში“, — აღნიშნა საგარეო უწყების წარმომადგენელმა.

აღსანიშნავია, რომ ვენა ტრადიციულად არის აშშ-ს და რუსეთს შორის შეიარაღებაზე კონტროლის შესახებ მოლაპარაკებების ადგილი.

მანამდე თეთრი სახლის პრეს-მდივანმა ჯენ პსაკიმ ჟურნალისტებთან რეგულარულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ აშშ-ის და რუსეთის პრეზიდენტების პირისპირ შეხვედრა, შესაძლოა, ზაფხულში გაიმართოს.

ამასთან მან ხაზი გაუსვა, რომ მაღალი დონის შეხვედრის გეგმების გამო შეერთებული შტატები არ აპირებს პოზიციის შეცვლას რუსეთზე შემდგომ ზეწოლასთან დაკავშირებით.

თემები:
საერთაშორისო პანორამა (379)

მთავარი თემები