05:03 11 მაისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.1590
  • 100 RUB4.6231
  • USD3.4174
მსოფლიოში
მოკლე ბმულის მიღება
საერთაშორისო პანორამა (389)
122 0 0

კომპანია Pfizer-მა ვაქცინაციის შემდგომი გვერდითი ეფექტების ყველა ის შემთხვევა შეისწავლა, რომელიც 2021 წლის მარტის ბოლომდე იყო გამოვლენილი.

თბილისი, 14 აპრილი — Sputnik. კომპანია Pfizer-მა ვერ აღმოაჩინა თრომბოემბოლიური გართულებების მტკიცებულებები BioNTech-თან ერთობლივად შემუშავებული პრეპარატით ვაქცინაციის შემდეგ, რის შესახებაც კომპანიამ საკუთარ Twitter–აკაუნტზე დაწერა.

​„მსოფლიოში 200 მილიონი დოზის გავრცელების შემდეგ Pfizer-მა ვაქცინა Pfizer/BioNTech BNT162b2-ის უსაფრთხოების მიმდინარე მაჩვენებლების ვრცელი შეფასება ჩაატარა და ვერ აღმოაჩინა იმის მტკიცებულებები, რომ არტერიული თუ ვენოზური თრომბოემბოლიური გართულებები — თრომბოციტოპენიით თუ მის გარეშე, ჩვენი ვაქცინის გამოყენების რისკებთან ასოცირდება“, — ნათქვამია Pfizer-ის განცხადებაში.

კომპანიის განმარტებით, მათ ვაქცინაციის შემდგომი გვერდითი ეფექტების შესახებ ყველა ის მონაცემი გააანალიზეს, რომელიც 2021 წლის 27 მარტამდე ჰქონდათ მიღებული.

თემები:
საერთაშორისო პანორამა (389)

მთავარი თემები