04:43 11 მაისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.1590
  • 100 RUB4.6231
  • USD3.4174
მსოფლიოში
მოკლე ბმულის მიღება
საერთაშორისო პანორამა (389)
32 0 0

თეირანი აცხადებს, რომ გამდიდრებული ურანი მას სამშვიდობო მიზნებით ესაჭიროება, მაგალითად, რადოისამედიცინო სფეროში.

თბილისი, 14 აპრილი — Sputnik. ირანი 60%-მდე გამდიდრებული ურანის მიღებას მომდევნო კვირაში გეგმავს, განაცხადა ირანის მუდმივმა წარმომადგენელმა გაეროში ქაზემ ჰარიბ–აბადიმ.

​„UF6-ის (ურანის ფტორიდი) გამდიდრება 60%-მდე ნათანზის ცენტრიფუგების IR-4-ის და IR-6-ის კასკადებში მოხდება. პროცესის მოდიფიკაცია მხოლოდ დაიწყო და პროდუქტის აკუმულირებას მომდევნო კვირაში ვგეგმავთ“, — დაწერა ჰარიბ–აბადიმ Twitter-ზე.

მანამდე ირანის ატომური ენერგიის ორგანიზაციის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ბეჰრუზ ქამალვანდიმ განაცხადა, რომ ურანის 60%-მდე გამდიდრებისთვის სამზადისი 13 აპრილს დაიწყებოდა ნათანზის ბირთვულ ობიექტზე, სადაც რამდენიმე დღის წინ დივერსია მოხდა. თავისი განზრახვის შესახებ ირანმა უკვე აცნობა ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA). თეირანი აცხადებს, რომ 60%-მდე გამდიდრებული ურანი მოლიბდენის წარმოებაში უნდა გამოიყენოს, რომელიც აუცილებელია რადიოსამედიცინო პრეპარატების შექმნისთვის.

ირანის ატომური ენერგიის ორგანიზაციამ 11 აპრილს გაავრცელა ინფორმაცია, რომ ნათანზის ბირთვული ობიექტის გამანაწილებელ ელექტროქსელში ავარია მოხდა, რის გამოც ცენტრიფუგებს დენის მიწოდება შეუწყდა. გამოცემა The New York Times-მა დაზვერვაში არსებულ წყაროებზე დაყრდნობით დაწერა, რომ ინციდენტის უკან ისრაელი დგას, რომელმაც ნათანზის ქარხნის ელექტროქსელში აფეთქება მოაწყო. ამის შემდეგ მომხდარში ისრაელი დაადანაშაულა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმაც.

 

თემები:
საერთაშორისო პანორამა (389)

მთავარი თემები