თბილისი, 13 აპრილი — Sputnik. საკრუიზო ხომალდებს კარიბის კუნძულ სენტ ვინსენტიდან, სადაც ვულკანი ამოიფრქვა, მეზობელ კუნძულებზე მხოლოდ ის ადამიანები გადაჰყავთ, რომლებიც კორონავირუსზე არიან ვაქცინირებული, იუწყება გამოცემა Business Insider–ი.
როგორც სენტ–ვინსენტისა და გრენადინის პრემიერ–მინისტრმა რალფ გონსალვესმა განმარტა, კუძულიდან 16 ათასი ადამიანია საევაკუაციო, თუმცა მანამდე მათ COVID–19–ზე აცრა უნდა გაიკეთონ.
„მთავარი ექიმი ვაქცინირებულებს საიდენტიფიკაციო მოწმობას მისცემს, რის შემდეგაც მათ ხომალდებზე აუშვებენ“, — აღნიშნა გონსალვესმა.
მისი თქმით, სტიქიური უბედურების მიუხედავად, ზოგი კუნძული, როგორებიცაა სენტ ლუსია, გრენადა, ბარბადოსი და ანტიგუა, უარს აცხადებენ ევაკუირებულების მიღებაზე, თუ ისინი აცრილები არ იქნებიან კორონავირუსზე.
ამ დროისათვის სენტ–ვინსენტი მთლიანად ვულკანური ფერფლითაა დაფარული.
Several parts of the Caribbean island of Saint Vincent is covered in volcanic ash, following a series of eruptions from the La Soufrière volcano. The air is also filled with the smell of sulphur.
— BFM News (@NewsBFM) April 11, 2021
Scientists believe the eruptions will continue for days, maybe even weeks. pic.twitter.com/hGwRxdk2Ee
ვულკანი სუფრიერი ერთ–ერთი ყველაზე უძველესი ვულკანია ვესტ–ინდოეთში, მისი ასაკი დაახლოებით 60 მლნ წელია. ბოლოს ის 1979 წელს ამოიფრქვა და მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა სენტ–ვინსენტისა და გრენადინის სოფლის მეურნეობას, რის შემდეგაც კუნძულმა ეკონომიკური ორიენტირი შეიცვალა და ტურისტულ სფეროზე გადაერთო.