ორიგინალური სასჯელი: წარუმატებელი ფეხბურთელები მიწაზე სამუშაოდ გაგზავნეს

© photo: Pixabay / nicolagiordanoმიწაზე მუშაობა
მიწაზე მუშაობა - Sputnik საქართველო, 1920, 13.04.2021
გამოწერა
ამ ორიგინალური სასჯელის შემდეგ საფეხბურთო კლუბმა პირველივე შეხვედრა მოიგო და სატურნირო ცხრილში პოზიცია გაიუმჯობესა.

თბილისი, 13 აპრილი — Sputnik. ბელარუსული საფეხბურთო კლუბი „რუხ ბრესტი“ ეროვნულ ჩემპიონატში წარუმატებელი შეხვედრების შემდეგ ერთ-ერთ კოლმეურნეობაში გაგზავნეს მინდვრებში სამუშაოდ, იუწყება პორტალი Tribuna კლუბის სპორტულ დირექტორ სერგეი პრისიაჟნიუკზე დაყრდნობით. 

ფუტსალი. საქართველო-რუსეთი - Sputnik საქართველო, 1920, 12.04.2021
EURO-2022-ის შესარჩევ მატჩში საქართველოს ფუტსალის ნაკრები რუსეთთან დამარცხდა

აღინიშნება, რომ „რუხ ბრესტის“ წარუმატებლობა ფრედ დამთავრებული შეხვედრების სერიაში გამოიხატება.

„დიახ, ეს სიმართლეა. კოლმეურნეობაში წავედით. ცოტა წავიმუშავეთ, ჰაერი ჩავყლაპეთ. ასეთი თავისებური თიმბილდინგი გვქონდა“, — თქვა მან.

სპორტული დირექტორის თქმით, ეს გუნდის გადაწყვეტილება იყო და იდეას ყველა ფეხბურთელმა დაუჭირა მხარი.

თუმცა კლუბთან დაახლოებულმა ინსაიდერებმა პორტალს აცნობეს, რომ სინამდვილეში ფეხბურთელების მინდორში სამუშაოდ გაგზავნა იყო არა თავად ფეხბურთელების, არამედ გუნდის დირექტორის ალექსანდრ ზაიცევის გადაწყვეტილება.

  • „მას უნდოდა ეჩვენებინა ფეხბურთელებისთვის, როგორ გამოიმუშავებენ ფულს ჩვეულებრივი ბელარუსები“, — ციტირებს ჟურნალი ინსაიდერებს.

აღსანიშნავია, რომ ამ „სასჯელის“ შემდეგ გუნდმა პირველივე შეხვედრა მოგებით დაასრულა და ამ დროისათვის „რუხ ბრესტი“ სატურნირო ცხრილში მეექვსე პოზიციაზეა.

ყველა ახალი ამბავი
0