COVID-19-ის ახალი შემთხვევების რაოდენობა მსოფლიოში ზედიზედ მეშვიდე კვირაა იზრდება

© photo: Sputnik / Alexey Vitvitsky / გადასვლა მედიაბანკშიჯანმოს ემბლემა
ჯანმოს ემბლემა - Sputnik საქართველო, 1920, 13.04.2021
გამოწერა
მსოფლიოში უკვე 780 მილიონი აცრა გაკეთდა, მაგრამ ეს არ არის საკმარისი იმისთვის, რომ ინფექციის გავრცელება შენელდეს.

თბილისი, 13 აპრილი — Sputnik. კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევების რაოდენობა მსოფლიოში უკვე ზედიზედ მეშვიდე კვირაა იზრდება, ასევე იზრდება სიკვდილიანობა ბოლო ერთი თვის განმავლობაში, განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა ტედროს ადანომ გებრეიესუსმა.

მთელი მსოფლიოს ექიმები იანვარსა და თებერვალში მეორე ტალღის კლებას აღნიშნავდნენ, ახლა კი ისევ ავადობის ზრდა შეინიშნება.

  • ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, 12 აპრილის საღამოსთვის მსოფლიოში კორონავირუსით დაავადებული სულ 136.181.468 ადამიანია გამოვლენილი, აქედან 2.938.804 გარდაცვალება დაფიქსირდა.

„იანვარსა და თებერვალში მსოფლიოში ექვსი კვირის განმავლობაში COVID-19-ის შემთხვევების რაოდენობა მცირდებოდა. ახლა ზედიზედ მეშვიდე კვირაა ინფიცირების შემთხვევების ზრდას ვაფიქსირებთ და ზედიზედ მეოთხე კვირაა – სიკვდილიანობის ზრდას“, – განაცხადა გებრეიესუსმა.

ამირან გამყრელიძე - Sputnik საქართველო, 1920, 12.04.2021
როდის დაიწყება ქვეყანაში მასობრივი ვაქცინაცია: გამყრელიძის განმარტება

ახლა კორონავირუსის ახალი შემთხვევების რიცხვი მეტად იზრდება აზიისა და ახლო აღმოსავლეთის რიგ ქვეყნებში. მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოში უკვე ჩატარდა 780 მილიონი აცრა, ეს ჯერ კიდევ არ არის საკმარისი ინფექციის გავრცელების ტემპების შესამცირებლად.

ჯანმოს ხელმძღვანელმა კიდევ ერთხელ შეახსენა ყველას, რომ პანდემიის დასამარცხებლად ვაქცინაცია და ეპიდემიოლოგიური ზომები უნდა გაგრძელდეს.

გებრეიესუსმა აღნიშნა, რომ ბევრ სპეციალისტს ჯერ კიდევ ბოლომდე არ აქვს გააზრებული კორონავირუსის გრძელვადიანი შედეგები – ბევრი იმათგან, ვინც გამოჯანმრთელდა და ისიც, ვინც დაავადება მსუბუქი ფორმით გადაიტანა, ინფექციის შედეგებს დიდი ხნის შემდეგაც კი გრძნობს.

  • ყველაზე რთული ვითარება კვლავ შეერთებულ შტატებში რჩება: იქ თითქმის 31,2 მილიონი ინფიცირებულია და 562 ათასზე მეტი დაღუპული. სამწუხარო სტატისტიკაში მეორე ადგილს იკავებს ინდოეთი (13,5 მილიონზე მეტი ინფიცირებული და 170 ათასზე მეტი გარდაცვლილი), მესამეზე ბრაზილიაა (თითქმის 13,5 მილიონი ინფიცირებული და 353 ათასზე მეტი გარდაცვლილი).

ამასთან ერთად, როგორც ჯანმოს ხელმძღვანელი აღნიშნავს, 2021 წლის პირველ თვეებში ავადობისა და სიკვდილიანობის შემცირება ოპტიმიზმის საბაბს იძლევა: ეს იმაზე მეტყველებს, რომ ვირუსის შეჩერება შესაძლებელია, ამიტომ ქვეყნებმა გაერთიანებული ძალებით უნდა იმოქმედონ.

ყველა ახალი ამბავი
0