NYT: ირანის ბირთვულ ობიექტზე აფეთქება ისრაელის მოწყობილია

© photo: Sputnik / Grigory Sysoev / გადასვლა მედიაბანკშიირანის დროშები
ირანის დროშები - Sputnik საქართველო, 1920, 12.04.2021
გამოწერა
ირანის ვიცე-პრეზიდენტმა და იმავდროულად ქვეყნის ატომური ენერგიის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა მომხდარს „ბირთვული ტერორიზმი“ უწოდა.

თბილისი, 12 აპრილი — Sputnik. ირანში ნათანზის ბირთვული ობიექტის გამანაწილებელ ელექტროქსელში ავარია ისრაელის მიერ ორგანიზებული აფეთქების შედეგად მოხდა, წერს გაზეთი The New York Times დაზვერვაში არსებულ წყაროებზე დაყრდნობით.

ირანის დროშა  - Sputnik საქართველო, 1920, 06.07.2020
ისრაელის ხელი: ირანის ბირთვულ ობიექტზე აფეთქება მოხდა – ვრცელდება ვიდეო

გამოცემის ინფორმაციით, ნათანზში ელექტროენერგია წინასწარ დაგეგმილი აფეთქების გამო გაითიშა. როგორც გაზეთი აზუსტებს, ამერიკული და ისრაელის დაზვერვის სამსახურების თანამშრომლები „აცხადებენ, რომ ამაში ისრაელმა ითამაშა როლი“.

წყაროების ცნობით, ნათანზის ბირთვულ ობიექტზე მომხდარმა „ძლიერმა აფეთქებამ სრულიად გაანადგურა დამოუკიდებელი და კარგად დაცული შიდა ენერგოსისტემა, რომელიც ურანის გამამდიდრებელი მიწისქვეშა ცენტრიფუგების მუშაობას უზრუნველყოფდა“.

მათი თქმით, საუბარია ისრაელის საიდუმლო ოპერაციაზე, რომელიც ირანისთვის ურანის გამდიდრებაში ხელის შეშლას ითვალისწინებს. მომხდარის შედეგად ნათანზში სამუშაო პროცესის აღდგენას დაახლოებით ათი თვე დასჭირდება.

ამასთან ერთად გამოცემა აღნიშნავს, რომ ჯერჯერობით უცნობია, იყო თუ არა ისრაელის გეგმების საქმის კურსში აშშ-ის ადმინისტრაცია.

არც აშშ-ის და არც ისრაელის ოფიციალურ პირებს ჯერჯერობით არ გაუკეთებიათ კომენტარი ამ ინციდენტთან დაკავშირებით, რომელსაც ირანის ვიცე-პრეზიდენტმა ალი აკბარ სალეჰიმ „ბირთვული ტერორიზმი“ უწოდა.

მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ ავარიისას დაშავდა ირანის ატომური ენერგიის ორგანიზაციის ოფიციალური წარმომადგენელი ბეჰრუზ ქამალვანდი.

აღსანიშნავია, რომ ეს ნათანზის ბირთვულ ობიექტზე მომხდარი პირველი სერიოზული ინციდენტი არ არის. გასულ წელს ურანის გამამდიდრებელ ობიექტზე და მის შემოგარენში ერთ კვირაში რამდენიმე აფეთქება მოხდა.   

 

ყველა ახალი ამბავი
0