23:51 17 აპრილი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.1187
  • 100 RUB4.5355
  • USD3.4363
მსოფლიოში
მოკლე ბმულის მიღება
საერთაშორისო პანორამა (328)
124 0 0

არქეოლოგებს იმედი აქვთ, რომ დაკარგული ქალაქის ტერიტორიაზე განძეულით სავსე ხელუხლებელ სამარხებს იპოვიან.

თბილისი, 9 აპრილი — Sputnik. ეგვიპტელმა არქეოლოგებმა ნილოსის დასავლეთ სანაპიროზე ქვიშაში ჩამარხული უძველესი „ოქროს ქალაქი“ აღმოაჩინეს, იუწყება ქვეყნის ტურიზმის სამინისტრო.

გავრცელებული ინფორმაციით, ეს ყველაზე დიდი დასახლებაა ეგვიპტეში მანამდე ნაპოვნთა შორის.

​ირკვევა, რომ „ოქროს ქალაქი“ ფარაონ ამენჰოტეპ III-ის მმართველობის დროსაა აგებული, რომელიც ჩვენს ერამდე 1391–1353 წლებში მართავდა ქვეყანას.  

როგორც ეგვიპტის ტურზმის სამინისტრო აცხადებს, ქალაქი თავისი დროის უდიდესი ადმინისტრაციული და სამეურნეო ცენტრი იყო, რომელსაც მრავალი წლის განმავლობაში უშედეგოდ ეძებდნენ სხვადასხვა არქეოლოგიური მისიები.

„ამ დაკარგული ქალაქის აღმოჩენა მეორე უდიდესი არქეოლოგიური აღმოჩენაა ტუტანჰამონის სარკოფაგის შემდეგ“, — აღნიშნა ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის ეგვიპტოლოგიის პროფესორმა ბეტსი ბრაიანმა.

მისი თქმით, ეს აღმოჩენა უამრავ კითხვას გასცემს პასუხს ეგვიპტის ისტორიიდან.

შემონახული ისტორიული წყაროების თანახმად, ქალაქის ტერიტორიაზე უნდა არსებობდეს ამენჰოტეპ მესამის სამი სასახლე, სხვადასხვა ადმინისტრაციული და სამრეწველო ცენტრები.

ამ დროისათვის არქეოლოგები მუშაობას განაგრძობენ და იმედი აქვთ, რომ „განძეულით სავსე ხელუხლებელ სამარხებს“ მიაგნებენ.

თემები:
საერთაშორისო პანორამა (328)

მთავარი თემები