20:43 11 აპრილი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.0646
  • 100 RUB4.4399
  • USD3.4260
მსოფლიოში
მოკლე ბმულის მიღება
15 0 0

მანამდე „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის ოპერატორი იუწყებოდა, რომ ბალტიის ზღვაში, გაზსადენის მშენებლობის რაიონში უცხოური სახელმწიფოების სამხედრო ხომალდების, თვითმფრინავების, ვერტმფრენების საეჭვო აქტიურობა შეინიშნება.

თბილისი, 9 აპრილი — Sputnik. შეერთებული შტატები ევროპაში მოკავშირეთა ეკონომიკური პროექტების წინააღმდეგ ომს აწარმოებს, განუცხადა РИА Новости-ს გერმანიის ბუნდესტაგის საერთაშორისო პოლიტიკის კომიტეტის წევრმა ვალდემარ გერდტმა გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის მშენებლობის ირგვლივ არსებულ სიტუაციაზე საუბრისას.

მანამდე გამოცემა Politico ოფიციალურ წყაროზე დაყრდნობით იუწყებოდა, რომ თეთრი სახლი განიხილავს აშშ-ის საგანგებო ელჩის დანიშვნას, რომელიც გაუძღვებოდა მოლაპარაკებებს გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის მშენებლობის შეწყვეტის შესახებ. გამოცემის მონაცემებით, საგანგებო ელჩის როლი შესთავაზეს აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან დაახლოებულ მრჩეველს, სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილ საგანგებო ელჩს საერთაშორისო სტრატეგიულ საკითხებში ამოს ჰოჰშტეინს.

„ეს ყველაფერი მორიგ ჯერზე აშიშვლებს აშშ-ის პოლიტიკურ სტრატეგიას ბაიდენის ახალი გუნდის – „ომის გუნდის“ ხელმძღვანელობით ევროპის კონკურენტული ეკონომიკური პროექტების მიმართ. ეს ეწინააღმდეგება როგორც აშშ-ის საკუთარ, სახელმწიფოებრივ ინტერესებს, ასევე ამერიკული ბიზნესის ინტერესებს“, – მიიჩნევს გერდტი.

მისი თქმით, ამ თანამდებობაზე უკრაინის Naftogaz-თან ასოცირებული ადამიანის – ამოს ჰოჰშტეინის დანიშვნის შემთხვევაში საუბარია პირდაპირ „კონკურენტის განადგურებაზე პოლიტიკური, თუმცა, გამორიცხული არაა, სამხედრო ღონისძიებების დახმარებითაც“.

„თუ ჩვენ ახლა სათანადოდ არ შევაფასებთ ამას, ამან შესაძლოა სერიოზული მსოფლიო მასშტაბის პრობლემები გამოიწვიოს. დროა ყველა კონსერვატიულ-პატრიოტული ძალა გაერთიანდეს და ადგილი მიუჩინოს ამერიკული ტიპის კაპიტალისტების ამ გათავხედებულ პოლიტიკურ-სამხედრო ხროვას, რომლებიც იცავენ მხოლოდ და მხოლოდ კონცერნების და მულტიგლობალური გაერთიანებების ინტერესებს, და არა სახელმწიფოსი და ხალხის“, – განაცხადა გერმანიის ბუნდესტაგის დეპუტატმა.

„ჩრდილოეთის ნაკადი-2“

„ჩრდილოეთის ნაკადი-2“ ითვალისწინებს წელიწადში 55 მილიარდი კუბომეტრი გაზის სიმძლავრის გაზსადენის ორი განშტოების გაყვანას რუსეთის სანაპიროდან ბალტიის ზღვის გავლით გერმანიამდე. გაზსადენი რუსეთის, ფინეთის, შვედეთის, დანიისა და გერმანიის ეკონომიკურ ზონებსა და ტერიტორიულ წყლებზე გადის.

აშშ-ის ხელისუფლება ეწინააღმდეგება პროექტს და ცდილობს, ევროკავშირს თავს მოახვიოს თავისი თხევადი გაზი. 2019 წლის დეკემბერში აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა 2020 წლის თავდაცვის ბიუჯეტს, რომელიც ითვალისწინებს სანქციებს „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის და „თურქეთის ნაკადის“ მიმართ. შედეგად, შვეიცარიულმა კომპანია Allseas-მა, რომელიც გაზსადენის გაყვანაზე მუშაობდა, საქმიანობა შეაჩერა და ხომალდები გაიყვანა.

გასული წლის დეკემბერში Nord Stream 2 AG-მ მოახერხა მილსადენის მშენებლობის განახლება გერმანიის ეკონომიკურ ზონაში გემ „ფორტუნას“ გამოყენებით. ამჟამად მშენებლობა ფინალურ სტადიაზეა. Nord Stream 2 AG-ის ოპერატორის მონაცემებით, დარჩენილია დაახლოებით 148 კილომეტრის სიგრძის მონაკვეთი: 120 – დანიის წყლებში და 28 – გერმანიაში (მილსადენის ორივე განშტოების საერთო სიგრძეა 2.460 კმ).

მთავარი თემები