12:00 20 აპრილი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.1351
  • 100 RUB4.5112
  • USD3.4359
მსოფლიოში
მოკლე ბმულის მიღება
საერთაშორისო პანორამა (335)
53 0 0

წითელ ზღვაში ირანულ ხომალდზე, რომელიც ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსს ეკუთვნის, აფეთქება მოხდა – ვრცელდება ინციდენტის ვიდეო.

თბილისი, 7 აპრილი — Sputnik. აშშ-ის ხელისუფლებამ იცის წითელ ზღვაში ხომალდ Saviz-ზე მომხდარი ინცინდენტის შესახებ, თუმცა შეერთებულ შტატებს ამასთან არანაირი კავშირი არ აქვს, წერს გაზეთი The Hill პენტაგონის ოფიციალური წარმომადგენლის ჯესიკა მაკნალტის განცხადებაზე დაყრდნობით.

„შეგვიძლია დავადასტუროთ, რომ ამ ინცინდენტში აშშ-ის არანაირი ძალა არ ყოფილა ჩართული“, — განაცხადა მაკნალტიმ.

ამასთან, პენტაგონის წარმომადგენლის თქმით, ამ საკითხზე მას „არანაირი დამატებითი ინფორმაციის“ მიწოდება არ შეუძლია.  

მანადე სააგენტო Al-Arabiya-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის კუთვნილ სატვირთო ხომალდ Saviz-ზე თავდასხმა მოხდა წითელ ზღვაში, ერიტრეის სანაპიროებთან.

როგორც სააგენტო Tasnim წერდა, ინცინდენტი ხომალდის კორპუსში ჩალაგებული ნაღმების შედეგად მოხდა.

ისრაელის მედიასაშუალებების ცნობით, აღნიშნული ხომალდი დაზვერვით სამუშაოებს აწარმოებდა.

ირანის ხელისუფლებას მომხდართან დაკავშირებით ჯერჯერობით არ გაუკეთებია ოფიციალური განცხადება.

თემები:
საერთაშორისო პანორამა (335)

მთავარი თემები