გარდაიცვალა „ევროს მამად“ წოდებული რობერტ მანდელი

© photo: Sputnik / Vladimir Trefilov / გადასვლა მედიაბანკშიევროს ბანკნოტები
ევროს ბანკნოტები - Sputnik საქართველო, 1920, 06.04.2021
გამოწერა
რობერტ მანდელი ჯერ კიდევ 1960-იანი წლებიდან საუბრობდა საერთო ევროპულ სავალუტო და ეკონომიკურ კავშირზე და ევროს შემოსაღებად თეორიული საფუძვლებიც დაამუშავა.

თბილისი, 6 აპრილი — Sputnik. ნობელის პრემიის ლაურეატი ეკონომიკაში, „ევროს მამად“ წოდებული რობერტ მანდელი 88 წლის ასაკში გარდაიცვალა, იუწყება სააგენტო Bloomberg კოლუმბიის უნივერსიტეტის წარმომადგენელზე დაყრდნობით, სადაც მანდელი საპატიო პროფესორად ირიცხებოდა.

​გავრცელებული ინფორმაციით, „ევროს მამა“ 4 აპრილს გარდაიცვალა იტალიის ტოსკანაში, სადაც ის ბოლო 30 წლის განმავლობაში ცხოვრობდა — ნიუ-იორკთან მონაცვლეობით.

რობერტ მანდელი ევროპის ერთიანი ვალუტის – ევროს იდეურ სულის ჩამდგმელად მიიჩნევა. ის 1960-იანი წლების დასაწყისიდან უჭერდა მხარს საერთო ევროპულ სავალუტო და ეკონომიკურ მოკავშირეობას და ევროს შემოსაღებად თეორიული საფუძვლები დაამუშავა.

ნობელის პრემია მანდელს 1999 წელს მიენიჭა ერთიანი სავალუტო ზონის ბაზრების მოქნილობის თეორიისთვის, რაც ასევე ითვალისწინებდა სამუშაო ძალისა და კაპიტალის თავისუფალ მოძრაობას. პატარა ქვეყნებისთვის ღია ეკონომიკის იდეალური მოდელის შექმნას მანდელმა არაერთი წელი შეალია.

რობერტ მანდელი 1970-იან წლებში ეკონომიკური სავალუტო კავშირის ფინანსურ კომიტეტს ხელმძღვანელობდა, რომელიც თანამედროვე ევროკავშირის პირველსახედ მიიჩნევა.

ყველა ახალი ამბავი
0