05:34 11 აპრილი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.0646
  • 100 RUB4.4399
  • USD3.4260
მსოფლიოში
მოკლე ბმულის მიღება
საერთაშორისო პანორამა (303)
77 0 0

პანტაგონის პრეს-მდივანმა ჟურნალისტებს არ გაუმხილა აშშ-ის დაზვერვისთვის ცნობილი სხვა დეტალები რუსეთის არქტიკაში მოღვაწეობასთან დაკავშირებით.

თბილისი, 6 აპრილი — Sputnik. აშშ-ის თავდაცვის სამინისტრო კვლავაც აკვირდება რუსეთის აქტიურობას არქტიკაში, ვინაიდან ეს რეგიონი მაღალი კონკურენციის ზონად მიაჩნია, განაცხადა პენტაგონის პრეს-მდივანმა ჯონ კირბიმ ბრიფინგზე.

მისი თქმით, რეგიონი, ტაქტიკური თვალსაზრისით, მნიშვნელოვან როლს ასრულებს ამერიკულ თავდაცვით სისტემაში.

„უკიდურესი დაჟინებით ვაკვირდებით ვითარებას [არქტიკაში]... ეროვნული უშიშროების კუთხით ამ რეგიონში ჩვენ გვაქვს ინტერესები, რომლებიც უნდა დავიცვათ“, — აღნიშნა კირბიმ.

ამასთან, მისი თქმით, არქტიკა ვაშინგტონისთვის არის არა მარტო ეროვნული უშიშროებისთვის საკვანძო რეგიონი, არამედ „პოტენციური დამაკავშირებელი სტრატეგიული დერეფანიცაა“ აშშ-ს, ევროპასა და ინდოეთის–წყნარი ოკეანის რეგიონს შორის, რის გამოც ის შესაძლოა „მოწყვლადი გახდეს ზრდადი მეტოქეობისთვის“.

აღსანიშნავია, რომ ჯონ კირბიმ უარი უთხრა ჟურნალისტებს, გაემჟღავნებინა მათთვის აშშ-ის დაზვერვისთვის ცნობილი დეტალები რუსეთის არქტიკაში მოღვაწეობასთან დაკავშირებით.

აღსანიშნავია, რომ მანამდე, მარტის ბოლოს რუსეთის სამხედრო–საზღვაო ძალებმა, კომპლექსური არქტიკული ექსპედიცია „უმკა-2021“-ის ფარგლებში, სწავლება ჩაატარეს არქტიკაში, რა დროსაც წყალქვეშა ატომური ნავების შესაძლებლობების დემონსტრირება მოახდინეს. როგორც რუსეთის პრეზიდენტმა განაცხადა, ამ მანევრებს ანალოგი არ გააჩნია საბჭოთა თუ თანამედროვე რუსეთის ისტორიაში. მანევრებში, გარდა საზღვაო ხომალდებისა, გამანადგურებელი МиГ-31-ებიც მონაწილეობდნენ.

თემები:
საერთაშორისო პანორამა (303)

მთავარი თემები