6 მილიარდი დოლარი ერთ დღეში: Forbes-ის ახალი რეიტინგი

© photo: Sputnik / Alexey Vitvitskiy / გადასვლა მედიაბანკშიForbes-ის ლოგოტიპი
Forbes-ის ლოგოტიპი - Sputnik საქართველო, 1920, 06.04.2021
გამოწერა
მანამდე ამერიკელმა მეწარმემ ერთ დღეში 14 მლრდ დოლარი დაკარგა, თუმცა დაახლოებით ორი კვირის შემდეგ რეკორდული სადღეღამისო მოგება – 25 მლრდ დოლარი მიიღო.

თბილისი, 6 აპრილი — Sputnik. ცნობილი ამერიკელი გამომგონებლისა და მეწარმის ილონ მასკის ქონება ერთ დღე-ღამეში 6 მლრდ დოლარით გაიზარდა ელექტრომობილ Tesla-ზე აქციების ფასის მატების კვალდაკვალ, ირკვევა Forbes Real-Time-ის რეიტინგიდან, რომელიც რეალური დროის რეჟიმში ახლდება.

ილონ მასკი - Sputnik საქართველო, 1920, 03.03.2021
ილონ მასკი ტეხასში ახალ ქალაქს აარსებს, სადაც ძაღლები ეყვარებათ

გავრცელებული ინფორმაციით, Tesla-ს აქციების ზრდას ხელი ელექტრომობილების წარმოება–მიწოდების შესახებ ანგარიშის გამოქვეყნებამ შეუწყო. კომპანიამ 2 აპრილს გაავრცელა ინფორმაცია, რომ მიმდინარე წლის პირველ კვარტალში 184 ათასზე მეტი ელექტრომობილი მიაწოდა მყიდველებს.

ამ დროისათვის ილონ მასკის ქონება 169,8 მლრდ დოლარად ფასდება და ის მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების რეიტინგში მეორე ადგილს იკავებს Amazon-ის დამფუძნებელ ჯეფ ბეზოსის შემდეგ, რომლის კაპიტალიც 188,6 მლრდ დოლარს შეადგენს.

როგორც Forbes USA აღნიშნავს, მასკის ქონების უდიდესი წილი Tesla-ს პაკეტზე მოდის — ის აქციების 21%-ს ფლობს.

აღსანიშნავია, რომ მანამდე, 26 თებერვალს ილონ მასკმა ერთ დღეში 14 მლრდ დოლარი დაკარგა, რა დროსაც რეიტინგში პირველობა დაუთმო ჯეფ ბეზოსს, მაგრამ უკვე 10 მარტს მისი ქონება რეკორდული თანხით – 25,1 მლრდ დოლარით გაიზარდა.

ამ დროისათვის ქართველი მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი „ფორბსის“ რეიტინგში 581-ე ადგილზეა 4,8 მლრდ დოლარით.

ყველა ახალი ამბავი
0