08:17 14 აპრილი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.0709
  • 100 RUB4.4397
  • USD3.4235
მსოფლიოში
მოკლე ბმულის მიღება
საერთაშორისო პანორამა (317)
78 0 0

ისტორიკოსების შეფასებით, გერმანიის საექსპედიციო კორპუსმა ორი ტომის 100 ათასზე მეტი წარმომადგენელი გაანადგურა.

თბილისი, 5 აპრილი — Sputnik. თანამედროვე ნამიბიის ტერიტორიაზე მცხოვრები ორი ხალხის – ჰერეროებისა და ნამას წარმომადგენლებმა გერმანიის მთავრობის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანეს ნიუ-იორკის ფედერალურ საოლქო სასამართლოში და ფინანსური კომპენსაცია მოითხოვეს 100 წლის წინანდელი კოლონიალური დანაშაულების გამო, იუწყება გამოცემა Deutsche Welle.

​გავრცელებული ინფორმაციით, საუბარია ადგილობრივი ტომების მასობრივ მკვლელობებზე გერმანიის პროტექტორატის ტერიტორიაზე 1904–1908 წლებში.

აღსანიშნავია, რომ ოფიციალურმა ბერლინმა ჰერეროსა და ნამას ხალხების გაჟლეტვა კაიზერის გერმანიის ჯარების მიერ 2014 წელს აღიარა გენოციდად, თუმცა კომპენსაციის გადახდაზე უარს აცხადებენ.

მომჩივანებს მიაჩნიათ, რომ გერმანულმა მხარემ მოლაპარაკებები უნდა აწარმოოს არა მარტო ნამიბიის მთავრობასთან, არამედ ტომების ლიდერებთანაც, რომლებმაც მანამდეც სცადეს ფულადი კომპენსაციის მიღება ამერიკულ სასამართლოებში.

გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროში კი აცხადებენ, რომ ხელისუფლებას საკმარისი საფუძველი აქვს იმისთვის, რომ აღნიშნული ხალხების წარმომადგენლებთან პირდაპირი დიალოგი არ აწარმოოს.

„მოლაპარაკებებს ჩვენ მხოლოდ მთავრობების დონეზე ვაწარმოებთ და ამასთან არ გამოვრიცხავთ სამოქალაქო საზოგადოებრივ ორგანიზაციებსაც“, — განმარტა საგარეო უწყების წარმომადგენელმა.

მედიასაშულებების ვარაუდით, ამის მიზეზი შესაძლოა პრეცედენტის შექმნის საფრთხე იყოს: არც ერთ ყოფილ კოლონიალურ სახელმწიფოს აქამდე არასდროს უწარმოებია მოლაპარაკებები ყოფილ კოლონიებთან საუკუნის წინანდელი დანაშაულების გამო.

ისტორიკოსების შეფასებით, გერმანიის საექსპედიციო კორპუსმა სასტიკად ჩაახშო პროტექტორატის ტერიტორიაზე აფრიკული ტომების აჯანყება და სასტიკად გაუსწორდა მათ – ნაწილი შიმშილით დაიღუპა, ნაწილი კი – საკონცენტრაციო ბანაკებში. კაიზერის ჯარებმა მაშინ ამ ორი ტომის 100 ათასაზე მეტი წარმომადგენელი დახოცა. ბერლინის კოლონიალური ბატონობა აფრიკაში 1915 წლის ზაფხულში დასრულდა.

თემები:
საერთაშორისო პანორამა (317)

მთავარი თემები