გუანტანამოში ყველაზე გასაიდუმლოებული ობიექტი დაიხურა

© photo: Sputnik / Denis Voroshilovგუანტანამოს ციხე კუბაზე
გუანტანამოს ციხე კუბაზე - Sputnik საქართველო, 1920, 05.04.2021
გამოწერა
2019 წელს გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს გუანტანამოს პატიმრების გადმოყვანა საქართველოში იგეგმებოდა, რაც კატეგორიულად უარყო პენიტენციურმა სამსახურმა.

თბილისი, 5 აპრილი — Sputnik. გუანტანამოს ციხის ყველაზე გასაიდუმლოებული ობიექტის „ბანაკი 7“-ის ყველა პატიმარი სხვა ბლოკში გადაიყვანეს, იუწყება აშშ-ის შეიარაღებული ძალების სამხრეთის სარდლობა.

გავრცელებული ინფორმაციით, ახლა ისინი „ბანაკი 5“-ის ტერიტორიაზე არიან, გუანტანამოს პატიმრები ორ ობიექტზე იქნებიან მოთავსებული.

საპატიმრო - Sputnik საქართველო, 1920, 21.02.2019
საქართველოში მშენებარე ციხეები გუანტანამოს პატიმრებისთვის არ არის განკუთვნილი

სარდლობის განცხადებით, ეს ცვილებები საფრთხეს არ უქმნის პერსონალს და ასევე ხელს არ უშლის პატიმრების მიმართ „უსაფრთხო, კანონიერი და ჰუმანური დამოკიდებულების“ უზრუნველყოფას.

ამასთან, რამდენი პატიმარი იმყოფებოდა „ბანაკი 7“-ში, არ ზუსტდება.

„ბანაკი 7“ (Camp 7), ასევე ცნობილი სახელწოდებით Camp Platinum, 2006 წელს დაარსდა საერთაშორისო ტერორისტებისთვის. 2017 წელს სომალის მოქალაქე გულიდ ჰასან დოურადმა, რომელიც Camp 7-ის პატიმარი იყო, განაცხადა, რომ ციხის პერსონალი ყოველდღიურად მიმართავს პატიმრების ფსიქოლოგიურ წამებას.

სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციები, მათ შორის ეუთო და გაერო, მოუწოდებდნენ ამერიკის ადმინისტრაციას, დაეხურა ციხე, მაგრამ ის დღესაც განაგრძობს ფუნქციონირებას.

ათ წელზე მეტი ხნის წინ პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ხელი მოაწერა გუანტანამოს ციხის დაკეტვის შესახებ ბრძანებულებას, მაგრამ კონგრესმა უარი თქვა ამ ნაბიჯის დაფინანსებაზე.

აღსანიშნავია, რომ 2019 წელს გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს საქართველოში, რუსთავის გარეუბანში მშენებარე ციხეებში გუანტანამოს პატიმრები შეიძლებოდა გადმოეყვანათ, თუმცა ეს ინფორმაცია კატეგორიულად უარყო იუსტიციის სამინისტროს სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა. 

ყველა ახალი ამბავი
0