სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა: დაკავებული პრინცი გაჩუმებას არ აპირებს

© AFP 2024 / KHALIL MAZRAAWIიორდანიის პრინცი ჰამზა იბნ ალ-ჰუსეინი
იორდანიის პრინცი ჰამზა იბნ ალ-ჰუსეინი - Sputnik საქართველო, 1920, 05.04.2021
გამოწერა
იორდანიაში ოცამდე ადამიანია დაკავებული მეფე აბდალა მეორის წინააღმდეგ შეთქმულების მოწყობის ბრალდებით.

თბილისი, 5 აპრილი — Sputnik. იორდანიის პრინცი ჰამზა ბენ ჰუსეინი, რომელიც გადატრიალების მიზნით უცხო სახელმწიფოებთან შეთქმულებაშია ბრალდებული, არ აპირებს დაემორჩილოს სამეფოს არმიის მოთხოვნებს და გაჩუმდეს, იუწყება სააგენტო Reuters პრინცის აუდიომიმართვაზე დაყრდნობით, რომელიც იორდანიის ოპოზიციამ გაავრცელა.

​როგორც ჰუსეინი განმარტავს ჩანაწერში, ხელისუფლებასთან კონფლიქტის ესკალაციაზე იმის გამო მიდის, რომ პოლიტიკური მოღვაწეობა აუკრძალეს და ამასთან გაჩუმებაც უბრძანეს.

არსებული ინფორმაციით, პრინცი ბენ ჰუსეინი ამ დროისათვის შინაპატიმრობაშია, გამორთული აქვს ინტერნეტი და ტელეფონი. ეს მან თავად დაადასტურა მანამდე გავრცელებული ვიდეოთი. 

იორდანიის ამჟამინდელი მეფის აბდალა მეორის გერი ძმა ჰამზა ბენ ჰუსეინი 3–4 აპრილის ღამით დააკავეს დედაქალაქ ამანში, რითიც, ხელისუფლების განცხადებით, ქვეყანაში გადატრიალებისა და მეფის ტახტიდან ჩამოგდების მცდელობა აღიკვთა. დაკავებულია 20 ადამიანი, მათ შორის არიან სამეფო ოჯახის წევრი, ფინანსთა აწ უკვე ყოფილი მინისტრი და მაღალჩინოსანი ოფიცრები.

აღსანიშნავია, რომ მეფე აბდალა მეორე იორდანიას 1999 წლიდან მართავს. მანამდე ის სამეფოს არმიის სპეცდანიშნულების დანაყოფს ხელმძღვანელობდა.

 

ყველა ახალი ამბავი
0