11:18 20 აპრილი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.1351
  • 100 RUB4.5112
  • USD3.4359
მსოფლიოში
მოკლე ბმულის მიღება
საერთაშორისო პანორამა (335)
39 0 0

ფოსფატის ქარხნის წყლის რეზერვუარი 33 ჰექტარზეა განთავსებული, 8 მეტრი სიღრმისაა და მასში მილიონობით გალონი წყალია დაგროვილი.

თბილისი, 5 აპრილი — Sputnik. ქიმიკატების შემცველი წყალსაცავის გარღვევის საფრთხის გამო ფლორიდის მენატის ოლქში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, იუწყება სააგენტო Associated Press.

გავრცელებული ინფორმაციით, საუბარია ფოსფატის ყოფილი ქარხნის რეზერვუარზე.

მოსალოდნელის თაობაზე მოსახლეობას შტატის გუბერნარტორმა რონ დესანტისმა შეატყობინა.

„საწარმო ფაინი-პოინტის სამხრეთ რეზერვუარიდან შერეული ტექნიკური წყლის შესაძლო გადმოღვრასთან დაკავშირებით მენატის ოლქში ვაცხადებ საგანგებო რეჟიმს“, — დაწერა გუბერნატორმა Twitter-ზე.

თითოეულ ადგილობრივ მოსახლეს ცალკე შეტყობინებაც დაეგზავნა მოწოდებით, დაუყოვნებლივ დატოვონ საცხოვრებელი.

​შტატის ხელისუფლების განმარტებით, რეზერვურის გარღვევის შემთხვევაში დაახლოებით 18 ათასი კუბომეტრი წყალი ერთ წუთში დაფარავს ტერიტორიას ექვს მეტრამდე სიმაღლის ტალღით.

ამასთან, ოლქის საგანგებო სიტუაციათა ცენტრის განცხადებით, რეზერვუარში არსებული წყალი დიდწილად ზღვის წყლის ხარისხის სტანდარტებს შეესაბამება და რადიოაქტიური არ არის, თუმცა ის ფოსფორსა და აზოტს შეიცავს.

ფლორიდის გარემოს დაცვის დეპარტამენტის მონაცემებით, დაახლოებით 33 ჰექტარზე განთავსებული და 8 მეტრი სიღრმის წყალსაცავის ერთ-ერთ კედელში ნაპრალი 2 აპრილს აღმოაჩინეს. ამ დროისათვის მიმდინარეობს რეზერვუარიდან წყლის ამოტუმბვა.

თემები:
საერთაშორისო პანორამა (335)

მთავარი თემები