20:55 11 აპრილი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.0646
  • 100 RUB4.4399
  • USD3.4260
მსოფლიოში
მოკლე ბმულის მიღება
145 0 0

საუბარია ადამიანების პირად მონაცემებზე - მათი სრულ სახელებზე, ლოკაციებზე, დაბადების თარიღებზე, ტელეფონის ნომრებზე

თბილისი, 4 აპრილი – Sputnik. მსოფლიოს 106 ქვეყნის მკვიდრი Facebook-ის 533 მილიონი მომხმარებლის პირადი მონაცემები და სატელეფონო ნომრები ინტერნეტში ღია წვდომაში მოხვდა, იუწყება РИА Новости გამოცემა Business Insider-ზე დაყრდნობით.

გამოცემის მონაცემებით, ეს ინფორმაცია გამოქვეყნდა ჰაკერულ ფორუმზე და ის უფასოდ ხელმისაწვდომია „ყველასათვის, ვისაც მონაცემებთან მუშაობის ელემენტარული უნარი გააჩნია“. ქსელში აღმოჩნდა აშშ-დან 32 მილიონზე მეტი მომხმარებლის მონაცემები, საუდის არაბეთიდან - 28 მილიონზე მეტის, ასევე რუსეთიდან - 10 მილიონზე მეტის. საუბარია სრულ სახელებზე, ლოკაციებზე, დაბადების თარიღებზე და სხვა ინფორმაციაზე.

კიბერუსაფრთხოების სფეროში მოღვაწე კომპანია Hudson Rock-ის ტექნიკურმა დირექტორმა ელონ გელმა უამბო გამოცემას, რომ დიდი ალბათობით, მონაცემთა გაჟონვით ბოროტმოქმედები ისარგებლებენ.

„ამხელა მოცულობის მონაცემთა ბაზა, რომელიც შეიცავს პირად ინფორმაციას, ისეთს, როგორიცაა Facebook-მომხმარებელთა დიდი ნაწილის ტელეფონის ნომრები, სავარაუდოდ გამოიწვევს სიტუაციას, როდესაც ბოროტმოქმედები ისარგებლებენ ამ ინფორმაციით შეტევებისას სოციალური ინჟინერიის გამოყენებით ან გატეხვის მცდელობების დროს“, - განაცხადა მან.

Business Insider იუწყება, რომ Facebook-ში აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებიათ.

კომპანია Facebook და ამავე სახელწოდების სოციალური ქსელი 2004 წელს მარკ ცუკერბერგმა დააარსა. კომპანიის შტაბ-ბინა კალიფორნიაში მდებარეობს. Facebook, WhatsApp-ის გარდა, ფლობს სხვა პოპულარულს სერვისებს, ისეთებს როგორიცაა Messenger და Instagram.

მთავარი თემები