CNN: კაპიტოლუმთან შეჯახებაში ეჭვმიტანილი თავის პრობლემებში CIA-ს და FBI-ს ადანაშაულებდა

© AP Photo / J. Scott Applewhiteავტომობილი კაპიტოლიუმთან საკონტროლო პუნქტს შეასკდა, ისმის სროლის ხმა
ავტომობილი კაპიტოლიუმთან საკონტროლო პუნქტს შეასკდა, ისმის სროლის ხმა - Sputnik საქართველო, 1920, 03.04.2021
გამოწერა
კაპიტოლიუმის პოლიცია იუწყებოდა, რომ უცნობი პირი აშშ-ს კონგრესის შენობის საკონტროლო-გამშვებ პუნქტთან ავტომობილით შეეჯახა პოლიციის ორი თანამშრომელს, ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს. მოგვიანებით ერთი ოფიცერი გარდაიცვალა.

თბილისი, 3 აპრილი - Sputnik. ნოა გრინი, რომელიც, სავარაუდოდ, ავტომობილით აშშ–ის კაპიტოლიუმის საკონტროლო–გამშვებ პუნქტთან ორ ოფიცერს შეეჯახა, თავის პრობლემებში CIA-ს და FBI-ს ადანაშაულებდა და თვლიდა, რომ ხელისუფლება მისი ცნობიერებით მანიპულირებას ცდილობდა, იუწყება ტელეარხი CNN.

ადრე ადგილობრივმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ შეჯახებაში ეჭვმიტანილია ინდიანას შტატის 25 წლის მკვიდრი ნოა გრინი. პოლიციის მონაცემებით, ის პოლიტიკური და რელიგიური მოძრაობა „ისლამის ერის“ (Nation of Islam) მიმდევარი იყო.

CNN-ს ინფორმაციით, გრინმა 2019 წელს ნიუპორტ ნიუსში (ვირჯინიის შტატი) დაამთავრა კრისტოფერ ნიუპორტის უნივერსიტეტი ფინანსების ბაკალავრის ხარისხით. თავდასხმამდე რამდენიმე კვირით ადრე სოციალურ ქსელში ის ჩიოდა, რომ სამსახური დაკარგა და ავად იყო.

კაპიტოლიუმი - Sputnik საქართველო, 1920, 02.04.2021
ავტომობილი კაპიტოლიუმთან საკონტროლო პუნქტს შეასკდა, ისმის სროლის ხმა

თავდასხმამდე ორი საათით ადრე გრინმა, CNN-ს ვერსიით, საკუთარ Instagram-გვერდზე გამოაქვეყნა „სთორიზ“, რომელიც შეიცავს ბმულებს „ისლამის ერის“ ლიდერის, ლუი ფარაჰანის სხვა ვიდეოებზე. ერთ-ერთ ვიდეოზე იყო წარწერა: „აშშ-ს მთავრობა - შავკანიანების ნომერ პირველი მტერია!"

გარდა ამისა, გასულ კვირას სოციალურ ქსელებში ერთ-ერთ პოსტში გრინმა დაწერა, რომ ფარაჰანმა იგი იხსნა „იმ საშინელი უბედურებისგან“, რომელსაც იგი განიცადა, „სავარაუდოდ CIA-ს და FBI-ს, აშშ-ს სამთავრობო უწყებების გამო". პოსტის ქვეშ კომენტარში მან დასძინა, რომ გადაიტანა „მის საცხოვრებელ სახლში რამდენიმე შეღწევა, საკვებით მოწამვლა, თავდასხმები, საავადმყოფოში უნებართვო ოპერაციები და გონებით მანიპულირება".

თავდასხმის შემდეგ მისი აკაუნტები Instagram-სა და Facebook-ზე წაიშალა.

კაპიტოლიუმის პოლიცია იუწყებოდა, რომ უცნობი პირი აშშ-ს კონგრესის შენობის საკონტროლო-გამშვებ პუნქტთან ავტომობილით შეეჯახა პოლიციის ორი თანამშრომელს, ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს. მოგვიანებით ერთი ოფიცერი გარდაიცვალა. ეჭვმიტანილი დაიღუპა. ინციდენტის გამო ვაშინგტონში რამდენიმე ქუჩა გადაიკეტა.

ყველა ახალი ამბავი
0