23:56 17 აპრილი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.1187
  • 100 RUB4.5355
  • USD3.4363
მსოფლიოში
მოკლე ბმულის მიღება
35 0 0

მთავრობის გადაწყვეტილებით, ფასიან კარანტინში ყოფნის ვადა ყველა უცხოელისთვის 14-დან ათ დღემდე მცირდება

თბილისი, 3 აპრილი — Sputnik. ტაილანდის ხელისუფლებამ კორონავირუსზე აცრილი უცხოელი ტურისტებისთვის ქვეყანაში შესვლის წესი 1 აპრილიდან შეცვალა - სავალდებულო კარანტინის ვადა მათთვის 7 დღემდე შემცირდა.

მთავრობის გადაწყვეტილებით, ფასიან კარანტინში ყოფნის ვადა ყველა უცხოელისთვის, აფრიკის ცალკეული ქვეყნის მოქალაქეების გარდა, 14-დან ათ დღემდე მცირდება.

ამასთან, COVID-19-ზე აცრილი ტურისტებისთვის, რომლებსაც სურთ გამგზავრება ფუკეტზე, პჰანგ ნგაზე, კრაბიზე, პატაიაზე და ჩანგმაიზე, თვითიზოლაციის ვადა 7 დღემდე შემცირდა.

ტაილანდში შესვლისას აცრილმა უცხოელებმა უნდა წარადგინონ დოკუმენტები, რომლებიც ადასტურებს, რომ მათ გაკეთებული აქვთ შემდეგი ვაქცინებიდან ერთ-ერთი: Pfizer/ BioNTech, Sinovak, AstraZeneca/Oxford, SK BIOSCIENCE, Covishield, Janssen ან Modena.

რუსული პრეპარატი „სპუტნიკ V" აღნიშნულ სიაში არ არის, შესაბამისად ამ პრეპარატით აცრილ მოქალაქეებს ქვეყანაში სავალდებულო 10-დღიან კარანტინში ყოფნა მოუწევთ.

ტაილანდის გახსნის ოთხეტაპიანი გეგმის მიხედვით, აცრილი ტურისტები ყოველგვარი თვითიზოლაციისა და შეზღუდვების გარეშე ჩასვლას მომდევნო წლის 1 იანვრიდან შეძლებენ.

მთავარი თემები