12:39 20 აპრილი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.1351
  • 100 RUB4.5112
  • USD3.4359
მსოფლიოში
მოკლე ბმულის მიღება
მსოფლიო და მეცნიერება (641)
114 0 0

ექიმები მანამდეც ხშირად აფრთხილებდნენ პაციენტებს, რომ ფორთოხალი ყველასთვის და ყოველთვის სასარგებლო არ არის.

თბილისი, 2 აპრილი — Sputnik. ციტრუსების ჭარბი რაოდენობით მიღება, განსაკუთრებით ფორთოხლისა (წვენის ჩათვლით), შესაძლოა კანის კიბოს განვითარების მიზეზი გახდეს, იუწყება გამოცემა Express ინდიანის უნივერსიტეტის მკვლევარებზე დაყრდნობით.

მეცნიერებმა ბრიტანეთის ბიობანკში დაცული მონაცემებიდან 200 ათასამდე პაციენტის ანკეტა შეისწავლეს, რომლებსაც მელანომის დიაგნოზი ჰქონდათ.

გაირკვა, რომ დღეში ორზე მეტი ფორთოხალი მელანომის განვითარების რისკს 63%-ით ზრდის, ხოლო ერთ ჭიქაზე მეტი წვენი — 54%-ით.

სწავლულები ხაზს უსვამენ, რომ ეს რისკი განსაკუთრებით მაღალია ღია და ზედმეტად ღია ფერის კანის მქონეებში. მეცნიერების აზრით, ორგანიზმზე ფორთოხლის ამგვარად ზემოქმედების მიზეზი — ნივთიერება ფსორალენია.

ამასთან, გამოცემა აღნიშნავს, რომ ამ სფეროში მანამდე ჩატარებულმა კვლევებმა ურთიერთსაწინააღმდეგო შედეგები გამოავლინა. მაგალითად, Women's Health Initiative-ის ანალიზმა აჩვენა, რომ ციტრუსებსა და მელანომის წარმოქმნას შორის მნიშვნელოვანი კავშირი არ არსებობს.

როგორც ექიმები მანამდეც ხშირად აფრთხილებდნენ პაციენტებს, მიუხედავად იმისა, რომ ფორთოხალი ერთ-ერთი ყველაზე მარგებელი ხილია ციტრუსებს შორის, ის ყველასთვის სასარგებლო არ არის. სპეციალისტების თქმით, მჟავიანობიდან გამომდინარე, ფორთოხალი არ უნდა მიირთვან გასტრიტით, კუჭის წყლულითა და ნაწლავების აშლილობით დაავადებულებმა. გარდა ამისა, ბევრი ფორთოხლის ჭამას შეუძლია როგორც ჭარბცხიმიანობის, ისე დიაბეტის გამოწვევა. 

ექიმები განსაკუთრებით უსვამენ ხაზს იმ ფაქტს, რომ ფორთოხალი კბილის მინანქარს აზიანებს და ამიტომ მისი ჭამის შემდეგ აუცილებელია პირის ღრუს გამოვლება.

თემები:
მსოფლიო და მეცნიერება (641)

მთავარი თემები