09:35 14 აპრილი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.0709
  • 100 RUB4.4397
  • USD3.4235
მსოფლიოში
მოკლე ბმულის მიღება
საერთაშორისო პანორამა (320)
45 0 0

ნიდერლანდების ხელისუფლება ამ გზით იმის შემოწმებას გეგმავს, შეიძლება თუ არა ხალხმრავალი ღონისძიებების უსაფრთხოდ ჩატარება პანდემიის პირობებში.

თბილისი, 1 აპრილი — Sputnik. ვოკალურ კონკურს „ევროვიზიას“, რომელიც მაისში როტერდამში გაიმართება, მაყურებელი დაესწრება, იუწყება სამაუწყებლო კორპორაცია NOS.

ტელეარხის ინფორმაციით, ნიდერლანდების მინისტრთა კაბინეტმა ამ გზით ექსპერიმენტის ჩატარება გადაწყვიტა იმის დასადგენად, შეიძლება თუ არა COVID-19-ის პანდემიის პირობებში მასობრივი ღონისძიებების უსაფრთხოდ ჩატარება.

აღსანიშნავია, რომ კონკურსის ორგანიზატორები კმაყოფილი დარჩნენ ხელისუფლების გადაწყვეტილებით.

„ჩვენ მივესალმებით ქვეყნის ხელისუფლების ამ გადაწყვეტილებას და ფანატების მოწვევის შესაძლებლობას სიმღერის კონკურს „ევროვიზიაზე“ მაისში“, — ნათქვამია კონკურსის აღმასრულებელი დირექტორის მარტინ ოსტერდალის განცხადებაში, რომელიც „ევროვიზიის“ გვერდზეა გამოქვეყნებული.

გავრცელებული ინფორმაციით, შოუს ყველა ეტაპზე ერთდროულად 3,5 ათასი ადამიანი შეძლებს დასწრებას — მხოლოდ ნიდერლანდებიდან და მხოლოდ იმ პირობით, რომ ყველა მათგანი თან მოიტანს კორონავირუსზე უარყოფითი ტესტის პასუხს.

„ევროვიზია-2021“: საქართველოს სიმღერა YouTube-ის ტრენდებში მოხვდა>>

აღინიშნება, რომ 3,5 ათასი კაცი — ეს იმ რაოდენობის ნახევარია, რომელსაც გასულ წელს ელოდნენ კონკურსის ორგანიზატორები.

ამასთან, როგორც ნიდერლანდების ხელისუფლება აცხადებს, იმ შემთხვევაში, თუ მაისამდე ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური ვითარება გაუარესდება, მელომანებს კონკურსისთვის თვალის დევნება ტელევიზიით მოუხდებათ.

კონკურსი „ევროვიზია“, რომელიც შარშან პანდემიის გამო გადაიდო, 18–22 მაისს უნდა ჩატარდეს როტერდამში საკონცერტო არენა Ahoy-ზე.

თემები:
საერთაშორისო პანორამა (320)

მთავარი თემები