09:23 14 აპრილი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.0709
  • 100 RUB4.4397
  • USD3.4235
მსოფლიოში
მოკლე ბმულის მიღება
საერთაშორისო პანორამა (319)
51 0 0

ევროდეპუტატს მიაჩნია, რომ ევროკავშირის სამხედრო–საზღვაო ძალებმა არამეგობრული ოპერაციის შემთხვევაში აქტიური წინააღმდეგობა უნდა გაუწიონ მტრულ მხარეს.

თბილისი, 1 აპრილი — Sputnik. რუსეთი ფლობს სამხედრო საშუალებებს იმისთვის, რომ ევროპის დანარჩენ მსოფლიოსთან დამაკავშირებელი ინტერნეტ-კაბელები მწყობრიდან გამოიყვანოს, განაცხადა ნიდერლანდელმა ევროდეპუტატმა ბარტ გროტჰიოისმა.

​ამასთან, მისი თქმით, რუსეთი ამ ბოლო წლებში ამოწმებს – შეუძლია თუ არა ისე გაეთიშოს ინტერნეტს, რომ თავად ზარალი არ მიადგეს.

„რუსეთი უკვე ორი წელია ამოწმებს, შეიძლება თუ არა გაეთიშოს ინტერნეტს მისი ეკონომიკისა და საზოგადოებისთვის სერიოზული ზარალის გარეშე. დიახ, მას ეს შეუძლია. გარდა ამისა, რუსეთი ფლობს მოწინავე სამხედრო საშუალებებს იმ ბოჭკოვანი კაბელების დასაზიანებლად, რომლებიც ჩვენს კონტინენტს სხვებთან აკავშირებს და ჩვენი ციფრული ეკონომიკის საყრდენს წარმოადგენს“, — აღნიშნა გროტჰიოისმა.

ამასთან დაკავშირებით ევროდეპუტატმა მონაცემთა დამუშავების სტრატეგიის შემუშავება მოითხოვა, რომელიც საინფორმაციო ნაკადების უსაფრთხოებას უზრუნველყოფს — როგორც წყალქვეშ, ისე ევროპის კონტინენტის ხმელეთზე.

გარდა ამისა, გროტჰიოისს მიაჩნია, რომ ევროკავშირის სამხედრო–საზღვაო ძალებმა, ნებისმიერი მტრული ოპერაციის შემთხვევაში, აქტიური წინააღმდეგობა უნდა გაუწიონ არაკეთილმოსურნე მხარეს.

თემები:
საერთაშორისო პანორამა (319)

მთავარი თემები