Facebook-მა ტრამპის ვიდეოინტერვიუ წაშალა: ექს-პრეზიდენტის რძალი აღშფოთებულია

© photo: Sputnik / Natalia Seliverstova„ფეისბუქი“
„ფეისბუქი“ - Sputnik საქართველო, 1920, 01.04.2021
გამოწერა
აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა საკუთარი რძლისთვის მიცემულ ვიდეოინტერვიუში მიანიშნა, რომ 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში აპირებს მონაწილეობას.

თბილისი, 1 აპრილი — Sputnik. აშშ-ის ყოფილი ლიდერის დონალდ ტრამპის ვიდეოინტერვიუ, რომელშიც მან მიანიშნა, რომ 2024 წელს საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭისყრას აპირებს, „ფეისბუქის“ ადმინისტრაციამ წაშალა, იუწყება გაზეთი New York Post.

View this post on Instagram

A post shared by Lara Trump (@laraleatrump)

ინტერვიუ ექს-პრეზიდენტმა თავის რძალს ლარა ტრამპს მისცა ონლაინ-შოუ The Right View-სთვის, რომლის ტრანსლაციაც YouTube-ზე მიმდინარეობდა.

შეკითხვაზე, აპირებს თუ არა მომავალ არჩევნებში მონაწილეობას, ტრამპმა უპასუხა:

„ჩვენ გვიყვარს ჩვენი ქვეყანა... და ახლა ვალდებული ვართ, დავეხმაროთ მას“.

ამასთან ექს-პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ მისმა ადმინისტრაციამ წარმატებებს მიაღწია ირანის, ჩრდილოეთ კორეისა და ჩინეთის მიმართ გატარებულ პოლიტიკაში.

Facebook-ის ადმინისტრაციამ ვიდეოინტერვიუს წაშლის შესახებ პირადად ლარა ტრამპს აცნობა წერილობით. ყოფილი პრეზიდენტის რძალმა Instagram-ზე გამოაქვეყნა „ფეისბუქის“ წერილის ტექსტი, რომლითაც მას აცნობეს, რომ დონალდ ტრამპის აკაუნტები Facebook-სა და Instagram-ზე დაბლოკილია, ხოლო მისი გამოსვლის შემცველი მთელი კონტენტი წაიშლება.

View this post on Instagram

A post shared by Lara Trump (@laraleatrump)

  • „და, აი, ჩვენ კიდევ ერთი ნაბიჯით მივუახლოვდით ორუელის „1984“-ს. ვაუ“, — წერს ლარა ტრამპი „ფეისბუქის“ წერილის კომენტარში.

მანამდე სოციალურმა ქსელებმა Twitter-მა, Facebook-მა, Youtube-მ, Instagram-მა და Twitch-მა სხვადასხვა ვადით დაბლოკეს დონალდ ტრამპის აკაუნტები 6 იანვარს გაკეთებული განცხადებების გამო, რასაც ვაშინგტონში არეულობა მოჰყვა.

ყველა ახალი ამბავი
0